მთავარისიახლეები2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

2015 წელს გიორგი კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე 2 პირს ბრალი წარუდგინეს

Published on

პროკურატურის განცხადებით, 2015 წელს გიორგი კვარაცხელიას ჯგუფური განზრახ მკვლელობის საქმე გახსნეს. ბრალის დადგენილება გამოსცეს დავით დეკანოსიძესა და თორნიკე კაჭარავას მიმართ – სწორედ მათ ადანაშაულებდა მკვლელობაში მოკლულის ოჯახი.

“დადგინდა, რომ დავით დეკანოსიძემ და თორნიკე კაჭარავამ ამ უკანასკნელის ძმასთან წარსულში მომხდარი უთანხმოების გამო გიორგი კვარაცხელიაზე შურისძიება და მისი ჯგუფურად მკვლელობა განიზრახეს.

2015 წლის 25 დეკემბერს თორნიკე კაჭარავა და დავით დეკანოსიძე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები მივიდნენ თბილისში, გიორგი კვარაცხელიას საცხოვრებელ კორპუსთან. დაახლოებით 20:35 საათზე, მაშინ როდესაც გიორგი კვარაცხელია ეზოში იმყოფებოდა, ბრალდებულებმა მრავლობითი გასროლა განახორციელეს მისი მიმართულებით, რის შედეგადაც, გიორგი კვარაცხელიამ თავის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა და მიუხედავად აღმოჩენილი დახმარებისა, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

თორნიკე კაჭარავასა და დავით დეკანოსიძის მიმართ გამოტანილია ბრალის დადგენილება. თორნიკე კაჭარავას პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო დავით დეკანოსიძეს დაუსწრებლად ბრალი წარედგინებათ ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც სასჯელის სახით 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს” – თქვეს პროკურატურაში.

მოკლულის ოჯახი და დაცვის მხარე აცხადებდა, რომ საქმე ამ დრომდე გაუხსნელი იყო “იმ დროისათვის გავლენიანი პირების, ოთარ ფარცხალაძის, ჯოხაძის, მიქაძეების ჩართულობით”.

“იმ დროისათვის გამოძიებას მოპოვებული ჰქონდა უტყუარი მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა დავით დეკანოსიძის და თორნიკე კაჭარავას მიერ მკვლელობის ჩადენის ფაქტი. მასრებზე ამოსული ბიოლოგიური მასალა ეკუთვნოდა თორნიკე კაჭარავას.

იმ დროისათვის გავლენიანი პირების ჩარევით, კერძოდ კი მიქაძეებისა და ჯოხაძეების თხოვნით, ფარცხალაძის მარჯვენა ხელმა, მიხეილ ჩოხელმა თორნიკე კაჭარავა გადაიყვანა სომხეთში და შემდგომ, როდესაც უკვე საქმე დაალაგეს, მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდა იგი ჩვენების მისაცემად.

ოჯახი ითხოვს, რომ დასჯილები იყვნენ არა მხოლოდ მკვლელობის ჩამდენები, არამედ ის პირები, ვინც უშუალოდ აფარებდა ხელს ამ პირებს,” – ამბობდა მოკლულის ადვოკატი, გიორგი ბარდაველიძე TV პირველთან რამდენიმე თვის წინ.

სიახლეები

ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის-კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, უშგულში, ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე მიმდინარე კელიების სამშენებლო...

რუსეთმა დიზელის ექსპორტი აკრძალა – ქვეყანაში უკრაინული იერიშების გამო საწვავის დეფიციტია

რუსეთი დიზელის ექსპორტს სრულად აჩერებს და ნავთობპროდუქტების იმპორტს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine რუსეთის...

დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა-ხოშტარია

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ჩემი მხარდაჭერისთვის და მოგაწოდოთ ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია. 1. უკვე...

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...