მთავარისიახლეები"პუტინმა ისევ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს"...

“პუტინმა ისევ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს” – ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები ომის გაჭიანურებისკენ არის მიმართული.

ზელენსკის თქმით, რუსი დიქტატორი აკეთებს ყველაფერს მოლაპარაკებების თავიდან ასაცილებლად.

“პუტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებების ეშინია, ეშინია ძლიერი ლიდერების და აკეთებს ყველაფერს, რათა ომი გააჭიანუროს. მისი ყოველი ქმედება და მისი ყველა ცინიკური ხრიკი მიმართულია იმისკენ, რომ ომი დაუსრულებელი გახადოს.

2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო ჰიბრიდული ომი, რომელიც 2022 წელს სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა რეალურ მშვიდობას მივაღწიოთ, მაგრამ პუტინი აკეთებს ყველაფერს, რომ მშვიდობის ნაცვლად, გააგრძელოს სრულმასშტაბიანი მკვლელობა”, – თქვა ზელენსკიმ.

მან მსოფლიო ლიდერებს მოუწოდა ძველ შეცდომებზე ისწავლონ და ძალისხმევა გააერთიანონ, რათა რუსეთს მშვიდობა აიძულონ.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...