მთავარისიახლეები"შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს გულის, თირკმელების, ღვიძლის უკმარისობა" - ბათუმელი ექიმების...

“შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს გულის, თირკმელების, ღვიძლის უკმარისობა” – ბათუმელი ექიმების განცხადება მზია ამაღლობელზე

Published on

“შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს ორგანოების უკმარისობა ისეთი, როგორიც არის გული, თირკმელები, ღვიძლი,” – ამის შესახებ ბათუმელი ექიმები განცხადებას ავრცელებენ და რეჟიმის პატიმარ, მზია ამაღლობელთან შესვლას ითხოვენ.

მედიკოსებმა იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც შიმშილობის ამ ეტაპზე შეიძლება დაიწყოს:

“დღეს მე-17 დღეა შიმშილობის. მხოლოდ წყლის მიღება ძალიან სერიოზული და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა, ამ დროს ორგანიზმში ენერგიის უკიდურესად დაბალი დონეა, რაც იწვევს შეუქცევად ცვლილებებს.

ჯანმრთელობის რა საფრთხეები ემუქრება მზია ამაღლობელს, თუ მზიას ჯანმრთელობა 100%-იანი იყო მაშინ როცა შევიდა ციხეში და რა მდგომარეობა იყო ეს კიდევ ცალკეა.

შიმშილობის მე-17 დღეს შეიძლება განვითარდეს ორგანოების უკმარისობა ისეთი, როგორიც არის გული, თირკმელები, ღვიძლი და სხვა მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციონირება. ნერვული სისტემის მხრივ თავის ტვინის ენერგიის დეფიციტის გამო იწყებს ფუნქციონირების შესუსტებას, რაც თავის მხრივ იწვევს გონების დაკარგვას, კომას და შესაძლოა სიკვდილსაც. ირღვევა ელექტოლიტული ბალანსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის არითმია, კუნთების სპაზმი და სხვა სერიოზული პრობლემები. იმუნური სისტემის მხრივ, ორგანიზმი ხდება მგრძნობიარე ინფექციების მიმართ, პაციენტს წარმოექმნება ლიმფალური პრობლემები. შიმშილი იწვევს დეპრესიას, აგრესიას და სხვა ფსიქიკურ აშლილობებს.

რატომ არის საშიში მხოლოდ წყლის მიღება? წყალი არ შეიცვას ორგანიზმისთვის აუცილებელ ენერგიას, რომლებიც მიიღება ნახშირწყლებიდან, ცილებიდან, ცხიმებიდან. ასევე, ამ დროს ვითარდება ვიტამინების და მინერალების დეფიციტი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

შიმშილობის საკითხი პენიტენციურ სისტემაში რეგულირდება მრავალი საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის ადამიანთა უფლებების ეროვნული კონვენციით, საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ, მინიმალური სტანდარტებით პატიმრობის პირობების შესახებ. მაგრამ საზოგადოებრივი ინტერესებიდან და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის საფრთხის მაღალი რისკიდან გამომდინარე, ასევე ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აქამდე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტს საზოგადოებისთვის და ოჯახის წევრებისთვის ყოველდღიურად უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია მზია ამაღლობელის ყოველდღიური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ასევე მოეხდინა ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური მონიტორინგი.

მზია ამაღლობელი ბოლო 45 წელიწადში, საქართველოში ბრალდებული პირველი პატიმარი ჟურნალისტია, რომელსაც უკანონო ხელისუფლება სჯის უკომპრომისო და შეუპოვარი ბრძოლისთვის, სიმართლისთვის, ხელისუფლების დანაშაულებისა და შეცდომების მხილებისთვის. მზია ამაღლობელის დახსნა უკანონო პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქეების უპირველესი ამოცანაა, ისევე, როგორც დანარჩენი 53 უკანონო პატიმრის.

ჩვენი მოთხოვნაა სანდო, კვალიფიციური, მრავალპროფილური ექიმები, კონსილიუმისთვის დაუყოვნებლივ შეუშვან მზია ამაღლობელთან. თითოეული აქ მდგომი მზადაა, რომ შესაბამისი პროტოკოლის დაცვით შევიდეს მზია ამაღლობელთან. თავისუფლება მზიას, თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება საქართველოს დიქტატურისგან,” – განაცხადეს ექიმებმა.

სიახლეები

“მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა” – საია

"მზია ამაღლობელს უკვე უჭირს ადვოკატთან შესახვედრად საჭირო მანძილის გავლა," - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია"...

სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები პაველ ჰერჩინსკის ხვდებიან

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პაველ ჰერჩინსკისთან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მიდიან. 53 უკანონოდ დაკავებული მომიტინგის შესახებ...

“გამოვდივარ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით” – მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს წარმომადგენელი

"გამოვდივარ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით," - ამის შესახებ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთო-ს...

“ქართული ოცნებისთვის” ოცნებების დრო დასრულდა! ხალხის მოთხოვნა კი ევროპულმა საბჭომ აიტაცა და ერთგვარ ულტიმატუმადაც აქცია” -ზურაბიშვილი რეზოლუციაზე

"ვულოცავ ყველა იმათ, ვისაც წვლილი მიუძღვის დარღვევებისა და დანაშაულის შესახებ მტკიცებულებების მოგროვება-წარდგენაში. ამ სერიოზულმა...