მთავარისიახლეებისაზოგადოებამარგუს ცაჰკნა - საფრანგეთი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყებას გეგმავს

მარგუს ცაჰკნა – საფრანგეთი ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესის დაწყებას გეგმავს

Published on

საქართველოსთან დაკავშირებით, საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის, საჭიროა, ვიზალიბერალიზაციის გაუქმების პროცესი დავიწყოთ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ბრიუსელში, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, რა რეალურ ნაბიჯებს უნდა ელოდოს ევროკავშირისგან ქართველი ხალხი, რომელიც 60 დღეა ქუჩაში დგას, მინისტრი ამბობს:

საქართველოში ვითარება კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროპას მეტის გაკეთება შეუძლია. ესტონეთმა წამოაყენა ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის ინიციატივა. მე არ ვამბობ, რომ ეს პროცესი ხვალვე დაიწყოს, მაგრამ ეს პროცესი უნდა დავიწყოთ, რათა ნათელი, კონკრეტული სიგნალი მივცეთ იმისა, რომ ხელისუფლება, რომელიც ახლა ჰყავს საქართველოს, ატყუებს საკუთარ ხალხს და მათ უნდა შეიცვალონ კურსი.

არ გვჯერა, არ შეგვიძლია, დავიჯეროთ, რასაც საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რადგან ჩვენ ვნახეთ, რაც ხდება რეალურ ცხოვრებაში. ამიტომ, ვიმედოვნებ, ვიპოვით გზებს საქართველოსთან დაკავშირებით მეტი გადაწყვეტილების მისაღებად.

დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...