მთავარისიახლეებისაზოგადოებასაპროტესტო ხმები თბილისის ავტობუსებში - მერიამ სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშა

საპროტესტო ხმები თბილისის ავტობუსებში – მერიამ სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშა

Published on

საპროტესტო ხმები თბილისის ავტობუსებში – თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. უწყება განმარტავს, რომ სავარაუდოდ, ადგილი აქვს კიბერშეტევას, რის გამოც საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუდიოჩანაწერი ირთვება. მათივე ცნობით, ხარვეზის გამოსწორებაზე უკვე მუშაობანე, მანამდე კი მოქალაქეები მგზავრობას გადახდის გარეშე შეძლებენ.

სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გათიშულია.

საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები – შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ, ხარვეზები ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება
აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის ავტობუსებში საპროტესტო ხმები ისმის. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებს დილიდან უწყვეტი პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერა ესმით.

ავტოტრანსპორტში საქართველოს ეროვნული ჰიმნი, ოლიგარქის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი და “ოცნების” წევრების მიერ პარლამენტში გაკეთებული უხამსი განცხადებებიც ისმის.

სავარაუდოდ, ამ ხმებს ავტოტრანსპორტში დამონტაჟებული საბარათე აპარატები გამოსცემენ.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...