მთავარისიახლეებივაჟა სირაძეზე Facebook-სტატუსის გამო, ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ ყოფილი პოლიციელები 1 000-1 000 ლარით...

ვაჟა სირაძეზე Facebook-სტატუსის გამო, ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ ყოფილი პოლიციელები 1 000-1 000 ლარით დააჯარიმა

Published on

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გვანცა ვარდანიძემ საპატრულო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები: ლევან გოგია და დავით ყოლბაია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო და 1 000-1 000 ლარით დააჯარიმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომლებს, ლევან გოგიასა და დავით ყოლბაიას სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებისა და პოსტების გამო, შსს-მ უჩივლა. ყოლბაიამ რამდენიმე დღის წინ, საპატრულოს უფროსზე, ვაჟა სირაძეზე საჯარო სტატუსი დაწერა, გოგიამ კი მასზე დააკომენტარა.

გოგიასა და ყოლბაიას 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ, რაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ლანძღვა-გინებას მოქალაქეების მიმართ და პოლიციის წინააღმდეგობასა და პოლიციის შეურაცხყოფას გულისხმობს.

პოლიციის ყოფილი თანამშრომლები სასამართლო დარბაზში ამტკიცებდნენ, რომ პოსტები მათ არ დაუწერიათ და Facebook-ი გაუტეხეს.

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...