მთავარისიახლეებიპოლიტიკადონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარადგინეს

Published on

რესპუბლიკელმა კონგრესმენებმა დონალდ ტრამპი ნობელის პრემიაზე წარდგინეს. შესაბამისი მოთხოვნით წერილს 18 კანონმდებელი აწერს ხელს. მათი თქმით, ტრამპს ორი კორეის ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისთვის, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეკუთვნის.
წერილის ავტორი ინდიანას შტატის კონგრესმენი ლუკ მესერია.„ტრამპმა აუცილებელად უნდა მიიღოს 2019 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში, მის მიერ ორი კორეის ომის დასრულებაში, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებასა და მშვიდობის დამყარებაში შეტანილი წვლილისთვის.“ – ნათქვამია განცხადებაში.კონგრესმენების  თქმით, ტრამპმა შეძლო საერთაშორისო თანამეგობრობის გაერთიანება, რის გამოც ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრება მოხერხდა და ფხენიანი იძულებული გახდა, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებულიყო.დონალდ ტრამპის ნობელის პრემიაზე წარდგენის თემა რამდენიმე დღეა აქტიურად განიხილებოდა. ამის მიზეზი იყო სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, მუნ ჯე ინის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელშიც მან ტრამპისთვის მშვიდობის დარგში ნობელის მინიჭების იდეა გაახმიანა.კონგრესმენების წერილი ტრამპის ოპონენტებმა პოლიტიკურ ხრიკად შეაფასეს, რომელიც რესპუბლიკელებს კონგრესის შუალედური არჩევნების დროს ამომრჩეველთა ხმების მობილიზებაში დაეხმარება.ნობელის პრემიაზე წარდგენის უფლება სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობის და საკანონმდებლო ორგანოთა წევრებს შეუძლიათ. წარსულში ნობელის პრემია აშშ-ის ოთხმა პრეზიდენტმა მიიღო. ესენია თეოდორ რუზველტი, ვუდრო უილსონი, ჯიმი კარტერი და ბარაკ ობამა

სიახლეები

TI- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ ეკისრებათ

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აკისრებს. ორგანიზაცია მოითხოვს ელენე...

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა -სტუბი

რუსეთი უკრაინაში ერთ თვეში უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავს, ვიდრე სსრკ-მ 10 წელიწადში ავღანეთში დაკარგა ...

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და გამოძალვის ბრალდებით 7 პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჯგუფური ძალადობის...

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...