მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე: პრეზიდენტმა არ ისაუბრა მთავარზე, არაფორმალურ მმართველობაზე

რომან გოცირიძე: პრეზიდენტმა არ ისაუბრა მთავარზე, არაფორმალურ მმართველობაზე

Published on

დეალური სურათი დაიხატა პატარ-პატარა პწკენებით, –ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე პრეზიდენტის გამოსვლას. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილის გამოსვლა ზოგიერთი მიმართულებით იყო სწორი, მაგრამ მთლიანობაში, პრეზიდენტმა არ ისაუბრა მთავარზე, არაფორმალურ მმართველობაზე. 
 
„ზოგიერთი მიმართულებით სწორად იყო დასმული აქცენტები, იგივე თუნდაც ის, რომ საარჩევნო პროცესი მიზანმიმართულად 2016 წელს იქითკენ იყო მიმართული, რომ დაკნინებულიყო პოლიტიკური კლასი.
 
მან არ ისაუბრა მთავარზე, რომ ქვეყანა იმართება არაკონსტიტუციურად, არაფორმალურად ერთი ადამიანის მიერ, მან რბილად ახსენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები დასუსტდა, რომელ დასუსტებაზეა საუბარი, როდესაც მთავრობას, სასამართლოს და პარლამენტს ერთი ადამიანი ნიშნავს და მართავს, რომელსაც არ აქვს უფლება და ჩრდილიდან, როგორც თოჯინებს ისე ნიშავს და ათავისუფლებს. საქართველოში ქვეყანას მართავს „ქართუ ჯგუფი“, ჯერ „ქართუს“ ელიტა გადმობარგდა სახელისუფლებო სტუქტურაში, მერე შუა რგოლი, ახლა საწყობში ჩავიდნენ და საინჟინრო ფირმა „ელიტა ბურჯიდანაც“ მიყავთ ხალხი.
 
არ იყო არც ერთი მინიშნება არაფორმალურ მართვაზე, რა თქმა უნდა, მოხსენებას აკლდა სიმწვავე. არასწორად იყო შეფასებული მედიაგარემო, თითქოსდა რომელიღაც მედია სტრუქტურები განიცდიან სტერსს, რომელ სტრესზეა საუბარი, როდესაც „რუსთავი 2“ დაყადაღებულია, როდესაც სახელმწიფოს მიერ არის მონოპოლიზებული საინფორმაციო საშუალებების უდიდესი ნაწილი და მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია დამოუკიდებელი მედია.
 
ითქვა, რომ სახელმწიფო არ არის მოძალადე, როგორ არ არის? გავიხსენოთ რა ხდებოდა აფგან მუხთარლის საქმეზე, ასევე მაჩალიკაშვილის საქმე, ნარკოტიკების „ჩადება“ , ძალოვნების თარეში, ანუ რაღაც იდეალური სურათი დაიხატა პატარ–პატარა პწკენებით“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.
 

სიახლეები

შსს ადასტურებს, შაბათის ეთერის ანონსში გასული კადრები ნამდვილობას და განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, ტვ პირველის შაბათის ეთერში გასული, მოქალაქეების წამების ამსახველი კადრების ნამდვილობა....

13 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

3 ივნისის ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის...

ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას-პირველი არხის ეთერში დაცემული ბავშვის დედა

"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას, ასეთი რეაქცია მქონდა. უყურებ როგორ არ ეხმარებიან შენ შვილს, როცა...

EU-ს მაღალჩინოსანმა საქართველოსთან სავიზო დიალოგს “საკმაოდ უნაყოფო” უწოდა-იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის, რიკად იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისიის მაღალჩინოსანმა ქართულ მხარესთან გამართულ სავიზო...