მთავარისიახლეები"ორი ვარიანტი აქვს "ოცნებას": წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის ბოლომდე...

“ორი ვარიანტი აქვს “ოცნებას”: წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის ბოლომდე დაშლას” – პრეზიდენტი

Published on

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, “ქართული ოცნებას” ორი არჩევანი აქვს: წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე, ან დაელოდოს პარტიის დაშლას.

მისი თქმით, ორივე ალტერნატივისთვის მზად არიან.

“ორი ვარიანტი აქვს დღეს მმართველ გუნდს: ერთი, რომ დაინახოს ეს რეალობა, დაინახოს, რა უნდა ქართველ ხალხს და თვითონ წავიდეს დათმობაზე, წავიდეს ახალი არჩევნების ორგანიზებაზე იმ ძალებთან ერთად, რომლებიც არიან ქვეყანაში და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებით, რაც არსებობს.

მეორე ვარიანტი არის ბევრად უფრო ძნელი და რთული ქვეყნისთვის, რომ მმართველი პარტია დაელოდოს ბოლომდე დაშლას, რაც მოითხოვს სხვა ტიპის პასუხისმგებლობის გადანაწილებას, მაგრამ ესეც იქნება, თუკი მმართველი პარტია არ შეეგუება იმას, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხისა და პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, რომ ახალი არჩევნების გარეშე არაფერი არ შეიძლება ამ ქვეყანაში და ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული, რაც დიდხანს ნამდვილად ვერ გაჩერდება.

ჩვენ ორივე ალტერნატივისთვის მზად ვართ და ვიქნებით, ეს ბრძოლა გრძელდება”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...