მთავარისიახლეებირუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

რუსთაველზე სახალხო ახალი წლისთვის მზადება 20:00 საათიდან იწყება

Published on

უწყვეტი პროტესტის 36-ე დღე და ახალი წელი რუსთაველის გამზირზე – მოსახლეობა ახალ წელს ერთად შეხვდება, რითაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებს თავის პროტესტს “ქართული ოცნების” მიერ გადადგმული ნაბიჯების წინააღმდეგ.

ღონისძიების ორგანიზატორია ქართველი ხალხი.

“გელოდებით 8 საათიდან, რომ ერთად დავაორგანიზოთ ჩვენი სახალხო ახალი წელი!“, -წერენ ორგანიზატორები.

ძვირფასო მეგობრებო! დღეს რუსთაველზე გვექნება ნამდვილად სახალხო ახალი წელი! რუსთაველზე, საქართველოს მოქალაქეები ვხვდებით ერთმანეთს, მოგვაქვს სახლში მომზადებული კერძები და ერთმანეთს ვუზიარებთ როგორც კერძებს, ასევე კეთილ სურვილებს და გამარჯვების რწმენას. 8 საათიდან კი ვიწყებთ ამ გარემოს ორგანიზებას და ძალიან გვჭირდება თქვენი დახმარება.

ამ ღამეს რუსთაველზე არ იქნება სცენები, განათება, საკონცერტო აპარატურა, არ იარსებებს პედესტალები, ჩვენ ყველა ერთ სიმაღლეზე ვდგავართ. მიუხედავად ახალი წლისა, ჩვენი ღონისძიება საპროტესტო ხასიათს ატარებს, ამიტომ აქციაზე ალკოჰოლის მოტანა მიზანშეწონილი არ არის. იქამდე, სანამ ჩვენი თანამებრძოლები რეჟიმის ტყვეობაში არიან, როცა ამდენი ადამიანია ნაცემი, დაზარალებული, ღირსებაშელახული, სანამ ქვეყანას არალეგიტიმური მთავრობა მართავს, ჩვენ არ გვეზეიმება, ახალ წელს და იმ რთულ დროს რომელიც წინ გველოდება ვხვდებით ფხიზლად, ერთობით, ურთიერთსიყვარულით და პატივისცემით. ჩვენი სახლი რუსთაველის გამზირია. სწორედ ამიტომ ახალ წელს ჩვენს სახლში, რუსთაველზე ვხვდებით, საერთო სუფრასთან ვიკრიბებით, როგორც ერთი ოჯახი.

გელოდებით 8 საათიდან, რომ ერთად დავაორგანიზოთ ჩვენი სახალხო ახალი წელი!

ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშია!”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სიახლეები

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოთხოვნით ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან აქცია კვლავ განაახლა. ოჯახის წევრები და...

აქციაზე დაკავებულების ოჯახის წევრები ბრიუსელში ჩავიდნენ

"თავისუფლების ხმა ციხიდან ევროპის დედაქალაქში” - აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული...