მთავარისიახლეებისაზოგადოებასისტემიდან პროტესტის გამო გაშვებულების დასახმარებლად ყოფილი საჯარო მოხელეები ახალ კამპანიას იწყებენ

სისტემიდან პროტესტის გამო გაშვებულების დასახმარებლად ყოფილი საჯარო მოხელეები ახალ კამპანიას იწყებენ

Published on

ყოფილი საჯარო მოხელეები რეპრესიების მსხვერპლების მხარდასაჭერად – სისტემიდან პროტესტის გამო გაშვებულების დასახმარებლად ახალი კამპანია იწყება. ერთიანდებიან ის საჯარო მოხელეები, რომლებმაც თავადაც გაიარეს პოლიტიკური ნიშნით დევნის გზა. ის ადამიანები, ვინც საჯარო სექტორში წლები გაატარა, დღეს ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა რეპრესიული მანქანა აამუშავამა.

ყოფილი საჯარო მოხელეები რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ, მათ შორის, იმაზეც, რომ სისტემიდან უკანონოდ გაშვებულებს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიოთ და ასევე მათთვის ახალი სამუშაო ადგილი მოიძიონ.

რამდენიმე ტიპის დახმარებას ითვალისწინებს ეს ინიციატივა. ჩვენ დავიწყეთ გარკვეულირ ესურსების მობილიზება. არის ხალხი, ვისაც გათავისუფლების შემდეგომ ძალიან უჭირს პირველი პერიოდი, სანამ ახალ სამსახურს მოძებნის და მნიშვნელოვანია ერთკერადი თუნდაც, ორი-სამი თვის განმავლობაში ფულადი დახმარება, რომ ადამიანებმა თავი გადაირჩინოს. ჩვენ ამ ინიციატივაში მხარს გვიჭერენ ეიჩარ სპეციალისტები. ამ ხალხს დაეხმარებიან ახალი სამსახურის პოვნაში, – ამბობს IRI თანადამფუძნებელი და აღმასრულეებლი დირექტორი გიორგი გაბრიელაშვილი.

“ოცნების” რეჟიმმა ახალი წლის წინა დღეებში რეპრესიები დაიწყო. დედაქალაქის მერია და იუსტიციის სამინისტრო იყვნენ მოწინავები, ვინც აქციაზე მდგომი თანამშრომლები სამსახურებიდან გაუშვა.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე სამორინეებზე-ინიციატივა ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი იყო

სამორინეებთან დაკავშირებული "ქართული ოცნების" ინიციატივას დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აკრიტიკებს - როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის...

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს 5 ნოემბერს დატოვებენ

4 ოქტომბრის საქმეზე მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, ირაკლი ჩხვირკია და გური ჟვანია ციხეს დატოვებენ...

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენები გრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელს განიხილავს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,...

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან მალე“ შედგება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა „ძალიან...