მთავარისიახლეებიპოლიტიკააშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა

Published on

აშშ-მა ინდივიდუალური სანქციები დაუწესა ოლიგარქ ბიძინა ივანიშილს. ამის შესახებ დაწვრილებით დეტალებს ‘ამერიკის ხმა” აქეყნებს. 

ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი, საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს ევროატლანტიკური მომავალსა და დემოკრატიას ძირს უთხრის.
“ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” ქმედებებმა დაასუსტა დემოკრატიული ინსტიტუტები, დაუშვა ადამიანის უფლებების დარღვევები და შეზღუდა ფუნდამენტური თავისუფლებებით სარგებლობა საქართველოში. მეტიც, მან საქართველოს ევროატლანტიკური კურსიდან გადაახვევინა – მომავლიდან, რომელიც ქართველი ხალხის უმრავლესობას სურს და რომელსაც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. ამან შედეგად, ქვეყანა რუსეთისადმი მოწყვლად მდგომარეობაში ჩააგდო, ქვეყნისადმი, რომელიც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას.
“ჩვენ მტკიცედ ვგმობთ “ქართული ოცნების” ქმედებებს ივანიშვილის ლიდერობით, მათ შორის მის განგრძობით და ძალადობრივ რეპრესიას საქართველოს მოქალაქეების, დემონსტრანტების, მედიის წარმომადგენლების, ადამიანის უფლებათა აქტივისტებისა და ოპოზიციის ფიგურების წინააღმდეგ. შეერთებული შტატები ერთგულია იმისა, რომ წაახალისოს ანგარიშვალდებულება მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრაზეა პასუხისმგებელი”, – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი.
ეს გადაწყვეტილება მიღებულია აღმასრულებელი ბრძანებით, ნომერი 14024, რომლის თანახმადაც, პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც პირდაპირ ან არაპირდაპირაა ჩართული ან ცდილობს იყოს ჩართული იყოს ისეთ ქმედებებსა და პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს შეერთებულ შტატებსა თუ საზღვარგარეთ, ასევე, რუსეთის ფედერაციის სახელით, ან პირდაპირ ან არაპირდაპირ მის სასარგებლოდ.
“ამერიკის ხმა”, მთავარი არხის ფოტოკოლაჟი

სიახლეები

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...

პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, პატმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას მოქმედებისკენ მოუწოდებს. როგორც მან დღევანდელ სასამართლო...

კარცერში ვარ ფაქტობრივად – მურთაზ ზოდელავა

კარცერში ვარ ფაქტობრივად - ამ სიტყვებით მიმართა სასამართლოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მურთაზ ზოდელავამ და...