მთავარისიახლეებიზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ივანიშვილის სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500...

ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ივანიშვილის სასამართლომ იარაღის ტარების უფლება ჩამოართვა და 2 500 ლარით დააჯარიმა

Published on

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ივანიშვილის მოსამართლემ სამართადამრღვევად ცნო და 2 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, მან გაიზიარა შსს-ს მოთხოვნა და ჯაფარიძეს 3 წლით ჩამოერთვა იარაღის ტარების კანონიერი უფლება.

ჯაფარიძე სამართალდამრღვევად ცნეს 2 დეკემბრის ფაქტზე, როცა “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ, თამარაშვილზე დააკავეს. მას პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და გზის უკანონო გადაკეტვას ედავებოდნენ.

ცნობისთვის, ზურა ჯაფარიძეს იარაღის ტარების უფლება აქვს. დაცვის მხარემ მოსამართლეს წინა პროცესზე განუმარტა, რატომ დადის ის იარაღით. მისი თქმით, მაშინ, როცა ივანიშვილის ტიტუშკები ჯაფარიძეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ადგილას უსაფრდებიან და მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, იარაღი მას თავდაცვისთვის სჭირდება.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...