მთავარისიახლეებისაზოგადოებააზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები იწყება

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები იწყება

Published on

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო  იწყებს წამლობით  ღონისძიებეს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონების სოფლებში.  
 
 30 აპრილს, დილის 7 საათიდან  დაიწყება დამუშავება შემდეგი სოფლების ტერიტორიები: 
 
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი: სოფ. ცაიში, სოფ. შამგონა
ხობის მუნიციპალიტეტი: სოფ. საგვიჩიო
სენაკის მუნიციპალიტეტი: სოფ. დიდიხორში,სოფ. მენჯი
აბაშის მუნიციპალიტეტი: სოფ. კეთილარი, სოფ. პირველი მაისი,სოფ. სუჯუნა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი: სოფ. ნიგოითი,სოფ. ქვიანი, სოფ.ჯაპანა
ვანის მუნიციპალიტეტი:სოფ. ყუმური ,სოფ.შუამთა,სოფ.ჭვიში ,სოფ.ჯაგანჭვიში
სამტრედიის მუნიციპალიტეტი: სოფ. ტოლები,სოფ.დაბლაგომი,სოფ.საჯავახო
 
სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდება. 
უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ეცნობება მოსახლეობას, ინფორმაცია გავრცელდება მედიის საშუალებითაც. 
 
ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის პროცესის დასრულებამდე არ გამოუშვან  სკებიდან ფუტკარი !
 
 ქიმიური წამლობის არეალი   და ვადა   მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს  ქიმიური  დამუშავება იმ ფართობების, სადაც  დამჭერებზე  მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში. ასევე დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ  დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.parosana.ge

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...