მთავარისიახლეები"ხელახალი არჩევნები აუცილებელია... თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ" - ზურაბიშვილი...

“ხელახალი არჩევნები აუცილებელია… თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები, უნდა იმოქმედოთ” – ზურაბიშვილი ევროკავშირს

Published on

სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებისთვის მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენოს.

თქვენ უნდა იმოქმედოთ – ამბობს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის ტრიბუნიდან.

ჩვენ ვიცით, რომ ეს ხელისუფლება რუსული მოდელისაა. უნდა ვიყოთ ძალიან მკაფიო და პრინციპულები, რომ წავიდნენ ხელახალი არჩევნებისკენ, თუ წავიდეთ იქით, სადაც იქნება ღრმა კრიზისი. თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი ბერკეტები. ევროპა არის უდიდესი დონორი საქართველოსთვის. თქვენ უნდა იმოქმედოთ. თუ ევროპამ ვერ გამოიყენა 3,7 მილიონიან ქვეყანაზე თავისი ბერკეტები, მაშინ როგორ უნდა ჰქონდეს პრეტენზია, რომ მოერევა უფრო დიდ გიგანტებს. საქართველოში პოსტსაბჭოთა მმართველობის იმპორტი არ უნდა ხდებოდეს. საქართველო მოიგებს ამ ბრძოლაში.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...