მთავარისიახლეებიპოლიტიკა19 პარტია პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

19 პარტია პრეზიდენტს მიმართავს, პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადოს

Published on

პარტიათა დაფინანსების შესახებ კანონში "ქართული ოცნების" მიერ შეტანილმა ცვლილებამ დააკანონა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, – ამის შესახებ „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციისგან შემდგარი ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკს ქმნის. 
"როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა 18 აპრილს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლითაც დააკანონა ახალი ნორმები პარტიათა დაფინანსების თაობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფცია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს შევა 19 პარტიის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ვითხოვთ, რომ ამ უსამართლო კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს", – განაცხადა "ახალი მემარჯვენეების" ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავას თქმით, ივანიშვილი ცდილობს, ხალხის ფულით იყიდოს არჩევნების შედეგები.
"გარდა იმისა, რომ ივანიშვილი იყენებს ადმინისტრაციულ რესურსს, ის ასევე ხალხის ფულით ყიდულობს არჩევნების შედეგებს. „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს შეუძლია ერთ მაჟორიტარს შეუქმნას ფრაქცია პარლამენტში და შესაბამისად მისცეს 300 ათასის დაფინანსება ბიუჯეტიდან. ეს კანონი ემსახურება პოლიტიკურ კორუფციას და მოსყიდვას. ამიტომ პრეზიდენტს მივმართეთ თხოვნით, რომ გამოიყენოს ვეტოს უფლება,-" განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციის წარმომადგენლები თვლიან, რომ პრეზიდენტის ვეტოს ხელისუფლება დაძლევს, მაგრამ მიიჩნევენ, რომ ვეტო აუცილებელია იმისათვის, რომ ამ თემაზე პარლამენტში წარიმართოს დებატები.
ინტერპარტიულმა ჯგუფმა საკუთარი წინადადებათა პაკეტიც მოამზადა პარტიათა დაფინანსების შესახებ წესის შეცვლასთან დაკავშირებით, რაც მათი აზრით, უფრო სამართლიანი და გამჭვირვალეა.

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....