მთავარისიახლეებისაზოგადოებაამასობაში, მაკრონს „შემოეღიარა“ საქართველოს მთავრობა - მდინარაძე

ამასობაში, მაკრონს „შემოეღიარა“ საქართველოს მთავრობა – მდინარაძე

Published on

შეიძლება ადამიანს მოგეჩვენოს და მხოლოდ მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ქართველი ხალხისადმი საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიმართვას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, „ამასობაში მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა.

„მე გამახსენდა ჰელსინკის კომისიის ლანძღვა ბაიდენის ადმინისტრაციის მიმართ მხოლოდ იმის გამო, რომ კი მკაცრად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს მთავრობა, მაგრამ ამით ლეგიტიმაცია მისცაო. მაკრონსაც შემოეღიარა საქართველოს მთავრობა ამასობაში, რადგან მთავრობის მეთაურის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც არ არსებობს ბუნებაში იმ ფორმით, როგორც გვაკრიტიკებენ.

ასევე, შეიძლება ადამიანს მოგეჩვენოს და მხოლოდ მოჩვენებითი არ იქნება ეს ამბავი, რომ მისი ზარის გადასაფარად იყო ნათხოვნი მაკრონისადმი, რომ ასეთი განცხადება გაკეთებულიყო, რადგან წინა დღემ მთლიანად ჩამოშალა ოპოზიცია, როდესაც საპატიო თავმჯდომარეს თავისი ინიციატივით დაუკავშირდა პრეზიდენტი მაკრონი და ამან დიდი კრიტიკა, ვნებათაღელვა გამოიწვია ქართულ ოპოზიციაში. იქით ამუნათებდნენ ჯერ ჰერჩინსკის შემდეგ მაკრონს. ისე არიან თავისი პატრონებით გათამამებულები ნებისმიერს გალანძღავენ, ვინც კი ოდნავ შეიძლება თითქოს რაღაც ლეგიტიმაცია მისცეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ლეგიტიმაციას რეალურად ქართველი ხალხი აძლევს – ამ შენთხვევაში მისი უმრავლესობა, მილიონ 120 ათასი ადამიანის სახით და 300 ათასი ადამიანის ხმის გაყალბებას თუ არ ჩავთვლით, ეს ლეგიტიმაცია აბსოლუტურად მყარია. მაგრამ 300 ათასი ხმა თუ გაყალბდა და ჩელიაბინსკში გავიღვიძეთ, მაშინ ცოტა პრობლემები იქნება – რა თქმა უნდა, ხუმრობით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქართველი ხალხისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ საქართველოს ევროპული ოცნება არ უნდა ჩაქრეს! მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს გავრცელებულ ამ მიმართვაში მაკრონი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი არ ავალდებულებს – ევროპა სთავაზობს თანასწორი პარტნიორობის გზის დასახვით, ევროპა არ აშინებს, არ იყენებს მუქარას, არ ცდილობს ქაოსის დათესვას, მეზობლების დესტაბილიზაციას ან დამორჩილებას ომითა და ჰიბრიდული საშუალებებით. მაკრონი ამბობს იმასაც, რომ ევროკავშირი არ კარნახობს, რა არის ეროვნული ინტერესი.

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...