მთავარისიახლეებისამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ

Published on

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირების პროცესს იწყებენ. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა საერთო ბრიფინგზე განაცხადეს.

საიას თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე.

“მივმართავთ ყველა მსხვერპლს, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ, ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი, ან მოწმე გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელიც გამოქვეყნდება საჯაროდ ან მოგვაწოდოთ ინფორმაცია მეილის მეშვეობით [email protected]. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მტკიცებულებები დაზარალებულთა ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნებისთვის. ესაა დარღვევების მასშტაბების შესწავლა, პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის”- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

სიახლეები

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...

ჯგუფური ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის, ძარცვისა და ძარცვის...

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...