მთავარისიახლეებიპოლიტიკამურთაზ ზოდელავა: ჩვენ ვსაუბრობთ სამეგრელოდან. სამეგრელოში არის ტოტალური კორუფცია, ჩვენ დავიწყეთ ამაზე...

მურთაზ ზოდელავა: ჩვენ ვსაუბრობთ სამეგრელოდან. სამეგრელოში არის ტოტალური კორუფცია, ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი და ამის პასუხი არის პროკურატურაში დაბარება. [Video]

Published on

ენმ სამეგრელოს რეგიონული ორანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა მთავარ პროკურატურაში დაიბარეს. მას, როგორც ყოფილ მთავარ პროკურორს,  ტელე "იმედის" საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.
 
უწყება მურთაზ ზოდელავას ოჯახს დღეს ჩააბარეს. ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
 
მურთაზ ზოდელავა აცხადებს, რომ ის პროკურატურაში მივა. 
 
„დაბარებული ვარ პროკურატურაში და  როგორც ჩანს ეს არის ხელისუფლების პასუხი იმ საკითხებზე და იმ თემებზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ სამეგრელოდან. სამეგრელოში არის ტოტალური კორუფცია, ჩვენ დავიწყეთ ამაზე საუბარი და ამის პასუხი არის პროკურატურაში დაბარება.
 
სამეგრელოში არის კლანური მმართველობა. ივანიშვილის მიერ ხელდასმული რამდენიმე კლანი ტოტალურ ტერორში ამყოფებს მოსახლეობას. ისინი არიან ბიუჯეტის ქურდები და ჩვენ ვახდენთ ამის დემონსტრირებას,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ..
 
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....