მთავარისიახლეებიმაკრონმა დაგმო პოლიციის ძალადობა და მოუწოდა ოლიგარქს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ | საფრანგეთის...

მაკრონმა დაგმო პოლიციის ძალადობა და მოუწოდა ოლიგარქს ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ | საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ივანიშვილთან სატელეფონო საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს

Published on

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ადმინისტრაცია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, ფრანგმა ლიდერმა ოლიგარქს პროევროპულ აქციაზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. გარდა ამისა, მან პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობა დაგმო.

მაკრონმა ოლიგარქის პარტიის მიერ ევროპული კურსიდან გადახვევაზე კვლავ გამოთქვა მწუხარება.

“საფრანგეთის პრეზიდენტმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების დაშინება, ასევე პოლიციის ძალადობა მშვიდობიანი მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ. მან მოუწოდა ყველა დაკავებულის გათავისუფლებისკენ და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ. მან კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება იმის გამო, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა მისი რწმენა, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე აუცილებლად იმოქმედებს ის მიმართულებები, რომლებიც იყო ან იქნება მიღებული. მან მოუწოდა ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ჯგუფთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, ქართველი ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების პატივისცემით, ქართველი ხალხის მისწრაფებებს კიდევ ერთხელ მიესალმა”, – წერია მაკრონის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...