მთავარისიახლეებისამართალიმსჯავრდებული პაპუნა ნანეიშვილი მეოცე დღეა შიმშილობს. მისმა ახლობლებმა დღეს...

მსჯავრდებული პაპუნა ნანეიშვილი მეოცე დღეა შიმშილობს. მისმა ახლობლებმა დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს [Video]

Published on

მსჯავრდებული პაპუნა ნანეიშვილი, რომელიც გეგუთის ციხეში იხდის სასჯელს  ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით, მეოცე დღეა შიმშილობს. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და, როგორც აცხადებს, შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
 
 პაპუნაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა  რომელთაც მიიღეს ცნობა, რომ პატიმარი ცუდად გახდა და გლდანის მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი,  სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
 
მათი მტკიცებით, ნანეიშვილი უდანაშაულოა და იარაღი  მას სამართალდამცავებმა „ჩაუდეს“. ისინი პროკურატურისგან საქმის ხელახლა გამოძიებას ითხოვენ.
ჩვენ ვიცით, რომ ის უდანაშაულოა და მას იარაღი არასოდეს ჰქონია. თუ მართლა ჩემი შვილიშვილის იარაღი იყო, რატომ არ აღმოჩნდა მისი თითის ანაბეჭდები იარაღზე, მას ეს ჩაუდეს. ამ საქმის ერთადერთი მოწმის ჩვენება კი საერთოდ არ მოგვისმენია, რადგან სხდომა დახურეს“, -აცახადებენ აქციის მონაწილეები. 
 
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსა-დღვაბის მკვიდრს პაპუნა ნანეიშვილს ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარება ედება და მას 6 წლით თავისუფლების ღკვეთა აქვს მისჯილი. ის მეორე წელიასასჯელს გეგუთის N14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში  იხდის
 
 

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...