მთავარისიახლეებიდაკავებულია 460 პირზე მეტი, 300-ზე მეტი დაექვემდებარა წამებას, ასაკი მერყეობის 15 -დან...

დაკავებულია 460 პირზე მეტი, 300-ზე მეტი დაექვემდებარა წამებას, ასაკი მერყეობის 15 -დან 60 წლამდე – არასამთავრობოები

Published on

ნიღბიანი მოძალადეებისა და პოლიციის მხრიდან მოქალაქეებზე ორგანიზებული ძალადობა წამების ტოლფასია – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე პროცესს ზედამხედველობას უწევენ. მესამე სექტორმა დღეს კონკრეტული ციფრები დაასახელა, საიდანაც ირკვევა, რომ 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 460 პირზე მეტი და 300-ზე მეტი პირი დაკავებისა და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას:

28 ნოემბრის შემდეგ დაკავებულია 460 პირზე მეტი. აქედან 430 დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, 31 სისხლის სამართლის ბრალდების საფუძველზე. 300-ზე მეტი პირი დაკავებისა და დაკავების შემდგომ პერიოდში დაექვემდებარა წამებას, არაადამიანურ და არასათანადო მოპყრობას. 80-ზე მეტ პირს დასჭირდა ჰოსპიტალში გადაყვანა. პირთა ასაკი მერყეობის დაახლოებით, 15 წლიდან 60 წლამდე. დაკავებულებს შორის, არის 10 უხო ქვეყნის მოქალაქე. მოსამართლეები მეტწილად მკაცრ სანქციებს იყენებენ…პასუხისგებაში მიცემულია, ამ ეტაპზე, 0 პოლიციელი. ამ ეტაპისთვის არის 92 ჟურნალისტი, რომელთა უფლებებიც შეილახა.” აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

სამოქალაქო სექტორის განცხადებით, დაკავებულებისა და აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევის თითოეული ფაქტი დოკუმენტირდება და მიეწოდება საერთაშორისო საზოგადოებას.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...