მთავარისიახლეებიზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა მებონიამ, სოციალურ ქსელში,...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის პირველი საჯარო სკოლის დირექტორმა მანანა მებონიამ, სოციალურ ქსელში, საკუთარ გვერდზე, დაწერა რომ ტოვებს სკოლის დირექტორის პოსტს

Published on

ეს პოსტი ჩემი ყველა პოსტისგან ყველაფრით განსხვავებულია, გაგიკვირდებათ და …მტკივნეულიც! ამავე დროს, პასუხისმგებლობითაა ნაკარნახევი. არ ვიცი რამდენად სწორად მოვახერხებ ჩემი ემოციის გადმოცემას, მაგრამ ვეცდები:

სკოლა და სასკოლო ცხოვრება ჩემთვის ღირსების საქმე იყო! 35 წლის განმავლობაში ერთი დღე არ მახსოვს დუნე, უშინაარსო, სამსახურეობრივი მოვალეობის მოხდის ნიშნით ჩავლილი, მაგრამ დგება მომენტი, როცა გრძნობ რომ ცვლილებაა საჭირო-ცვლილება შენს ცხოვრებაშიც და სასკოლო ცხოვრებაშიც.

მივდივარ და გულით მიმაქვს სიხარულიც და ეჭვნარევი სევდაც, რასაც უშენობასთან შეგუების სირთულე ჰქვია, ჩემო საყვარელო სკოლავ! მე შენ როგორც სულიერს და ყველაზე ახლობელს, ისე გიფრთხილდებოდი და გელოლიავებოდი!

მადლობა ყველას, ვინმაც ეს გზა ჩემთან ერთად გამოიარა. უდიდესი სიყვარული ჩემგან ჩემს ნამოწაფრებს და მოწაფეებს, რომლებიც ჩემი მისამართით მადლიერების გამოხატვას არ ერიდებოდნენ!

ჩემი ნაბიჯი მხოლოდ ჩემი ხანგრძლივი ფიქრის შედეგია და არა გარეგანი მიზეზებით განპირობებული!

ყველა მომავალი წარმატება უზომოდ გამახარებს.”-წერს მანანა მებონია.

სიახლეები

სასამართლომ ხაინდრავას სარჩელი დააკმაყოფილა და „ფორმულა“ 10 000 ლარით დააჯარიმა

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი რეჟისორის, გოგა ხაინდრავას სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა ტელეკომპანია...

აშშ-ში თავშესაფრის მისაღებად ყალბ ისტორიებს ქმნიდნენ – POG-მა ბრალდება 4 პირს წარუდგინა

პროკურატურის განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის...

ევროკავშირმა უკრაინელი ტყვეების წამებაში მონაწილე 15 პირი დაასანქცირა

ევროპის კავშირის საბჭომ 13 ივლისს სანქციები დაუწესა 15 ინდივიდსა და კიდევ ერთ სუბიექტს, რომლებიც...

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს

თბილისში, დეზერტირების ბაზართან მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ოპოზიცია გამოძიების შედეგებს ითხოვს და კახა...