მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს

პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს [Video]

Published on

"ქართული ოცნების" რეგიონული კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ზუგდიდის ორგანიზაციის ახლადარჩეულმა თავმჯდმარე ლაშა გოგიამ. მისი თქმით, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და შეეცდება ეს იმედები გაამართლოს. შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა და "ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა კახა კალაძემ. ჟურნალისტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ახლადარჩეული თავმჯდომარე ლაშა გოგია ესაუბრა. მისი თქმით, ეს დიდი პასუხისმგებლობაა და ეცდება გაამართლოს იმედები. ის ამ პოსტზე ერთადერთი წარდგენილი კანდიდატი იყო. ლაშა გოგიამ ამ პოსტზე ედიშერ თოლორაია ჩაანაცვლა,ეს უკანასკნელი დღეს შეხვედრას არ დასწრებია. ხოლო რაც შეეხება პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახი კალაძემ. დღეს შეხვედრაზე ყრილობის დელეგატებიც აირჩიეს.
 
 
 

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...