მთავარისიახლეები"იზოლატორებში ადგილები აღარ არის! სამმართველოს ეზოს მანქანებში უზით ნაცემი ადამიანები" - ადვოკატი...

“იზოლატორებში ადგილები აღარ არის! სამმართველოს ეზოს მანქანებში უზით ნაცემი ადამიანები” – ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე

Published on

“იზოლატორებში ადგილები აღარ არის!! სამმართველოს ეზოს მანქანებში უზით ნაცემი ადამიანები,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე წერს.

მისი ინფორმაციით, იზოლატორში შესვლისას მანქანიდან ერთ-ერთი დაკავებულის ხმა გაიგო, რომელიც დახმარებას ითხოვდა. ადვოკატმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაეყვანათ, თუმცა პოლიციისგან მხოლოდ ცინიკური დამოკიდებულება მიიღო.

“იზოლატორებში ადგილები აღარ არის!!
დაკავებულებს ვერ ასახლებენ იზოლატორებში, მთავარი სამმართველოს ეზოს მანქანებში უზით ნაცემი ადამიანები არც ექიმს ანახებენ არც კლინიკაში გადაჰყავთ.
ასევე ,ნაცემი დასისხლიანებული ადამიანები ჰყავთ იზოლატორის კარებთან და ვერ ასახლებენ რადგან ადგილები აღარ არის !!
ერთ – ერთი მოქალაქე როდესაც იზოლატორში შევდიოდი , ყვიროდა მანქანიდან რომ მას დახმარება ჭირდებოდა იყო ცუდად და მას არავინ ეხმარებოდა!!!
შევეცადე რომ დავხმარებოდი ამ ადამიანს, კატეგორიულად მოვთხოვე რომ გადაეყვანათ სამედიცინო დაწესებულებაში, მათგან მხოლოდ ცინიკური დამოკიდებულება მივიღე რომ კი მას მიხედავენ !! ამის შემდეგ წაიყვანეს ჩემთვის უცნობია კლინიკაში გადაიყვანეს სამკურნალოდ თუ იზოლატორში!!” – წერს ადვოკატი.

სიახლეები

მედია- ისრაელმა თეირანში ბირთვულ ლაბორატორიებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

ისრაელის მე-12 არხი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ ღამეს ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის სამიზნე,...

ენმ-ვემიჯნებით თავდასხმას პარტნიორ პარტიებზე, მოვუწოდებთ ჩვენს წევრებს, დაიცვან შეთანხმება

პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ისინი ოპოზიციის ალიანსის ერთგულები არიან, "რაც გამორიცხავს პარტნიორ...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტმა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ფოთში თევზის შესაბოლი არალეგალური...

თურქეთის თავდაცვის უწყება-სამხრეთ-აღმოსავლეთში Patriot-ის სისტემას განვალაგებთ

თურქეთმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მალათიის პროვინციაში „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა განათავსა. ამის შესახებ თურქეთის...