მთავარისიახლეებისაზოგადოება13 ბიზნესასოციაცია კატეგორიულად არ ეთანხმება "ქართული ოცნების" განცხადებას

13 ბიზნესასოციაცია კატეგორიულად არ ეთანხმება “ქართული ოცნების” განცხადებას

Published on

“ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, ბიზნესასოციაციები ეხმაურებიან. 13 ბიზნესასოციაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი ქართული ოცნების გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან.

13 ბიზნესასოციაციის ერთობლივი განცხადება

კატეგორიულად არ ვეთანხმებით, “ქართული ოცნების’ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე.

ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება ქმნის დიდ რისკს, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებები შედეგად წარმოიშვა.

გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და წარმოადგენს ბოლო თვეების მანძილზე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას.

ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს საქართველოს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს პარტნიორობა კი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისათვის.

ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაცია, კარგად ვაცნობიერებთ იმ ეკონომიკურ გავლენას, რაც ამ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს. მოკლევადიან პერიოდში, ამ პოლიტიკას ექნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა და შესაძლოა, გამოიხატოს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაში, რაც უარყოფითად აისახება ოჯახების უდიდეს რაოდენობაზე.

უფრო გრძელვადიან პერიოდში, ზეგავლენა კიდევ უფრო ხელშესახები იქნება. თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ზრდა როგორც ინვესტიციების, ისე ვაჭრობის კუთხით. ამან უმნიშვნელოვანესი შედეგები აჩვენა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების და შვილებისა და შვილიშვილების თაობისთვის შესაძლებლობების ზრდის კუთხით.

ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმით, საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას თავისი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა.

ევროპულ ოჯახში მართებული დაბრუნება მრავალი თაობის მოქალაქის ისტორიული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ გზის უარყოფა ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს.

ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად”, – წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო, ICC Georgia, EBA Georgia, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაცია, გადასახადის გადამხდელთა კავშირი, სასტუმროების და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი, გერმანული ბიზნეს ასოციაცია, აშშ-ის სავაჭრო პალატა, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და ICDC.

არსებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ შეუფასებია საქართველოს ბიზნესასოციაციას (BAG)

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...