მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბების მდიდარი სახელმწიფო - 26 მაისის ღონისძიებისთვის მომზადება თავდაცვის სამინისტროს...

ღარიბების მდიდარი სახელმწიფო – 26 მაისის ღონისძიებისთვის მომზადება თავდაცვის სამინისტროს 1.32 მილიონი დაუჯდება

Published on

 26 მაისის ღონისძიებისთვის მომზადება თავდაცვის სამინისტროს 1.32 მილიონი დაუჯდება. ამის შესახებ gbc.ge წერს.
 
უწყება საჭირო მომსახურებების გამარტივებულად შესყიდვას ითხოვს, რასაც ღონისძიებამდე დარჩენილი მცირე დროით ხსნის და მიიჩნევს, რომ 26 მაისამდე არსებულ პერიოდში შეუძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ტენდერით შესყიდვა.
 
26 მაისს თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ღონისძიება აქვს გასამართი: თბილისსა და საქართველოს 5 ქალაქში ფიცის დადების ღონისძიება, გახმოვანების და მონიტორების უზრუნველყოფა, თავისუფლების მოედანზე ტრიბუნების და სცენის მოწყობა. შეიარაღებისა და ჯავშანტექნიკის გამოფენა, ასევე 2 საგამოფენო სივრცის მოწყობა.
 
დიზაინერის, სცენარისტის, რეჟისორის, წამყვანის მომსახურების შესყიდვა, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის სტუდიური ჩაწერა და შესრულება, ასევე შეიარაღებული ძალების სიმღერის შესრულება თავისუფლების მოედანზე და სხვადასხვა მატერიალური საქონლის შესყიდვა, – ამ და სხვა მომსახურებებში უნდა დაიხარჯოს 1.3 მილიონზე მეტი. ცნობილია ისიც, რომ  ხელშეკრულებების ნაწილი გაფორმდება არარეზიდენტ კომპანიებთან, უცხოურ ვალუტაში.

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...