მთავარისიახლეები"სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა" - "ოცნების" სახალხო დამცველი თვითგამოცხადებულ პარლამენტზე

“სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა” – “ოცნების” სახალხო დამცველი თვითგამოცხადებულ პარლამენტზე

Published on

საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად – ამბობს ლევან იოსელიანი, რომელიც გუშინ თვითგამოცხადებული პარლამენტის გახსნით სხდომას ესწრებოდა და დღეს ამ საკითხზე ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს:

“საქართველოში არსებობს საპარლამენტო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ომბუდსმენი ანგარიშს წერს, ამზადებს პარლამენტისთვის. შესაბამისად, სადაც ჩვენ მთელი წელი ვმუშაობთ და ვშრომობთ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, რომელსაც ანგარიშს წარვუდგენთ. შესაბამისად, არ მესმის თქვენი კითხვის შინაარსი ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტი სრულიად ლეგიტიმურად შეიკრიბა კონსტიტუციის 38-ე მუხლის თანახმად, სადაც ცალსახად წერია, რომ შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების შემდეგ, 10 დღეში პარლამენტი იკრიბება. ყველა სხვა მუხლი, სხვა დათქმა, მათ შორის საკონსტიტუციო სარჩელი ვერ იქნება უფრო აღმატებული, ვიდრე კონსტიტუციის ჩანაწერი, სადაც ცალსახად წერია, რომ არაუგვიანეს 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს, რაც ასეც მოხდა და რაც რა თქმა უნდა, ლეგიტიმური იყო.” ამბობს იოსელიანი

სიახლეები

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...

კიტ კელოგის ქალიშვილი ლინდსი გრემის გარდაცვალების სრულ გამოძიებას მოითხოვს

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის ქალიშვილი მეგან მობსი 71 წლის სენატორის,...