მთავარისიახლეები"ოცნების" თვითაღიარებულმა პარლამენტმა საკუთარი ლეგიტიმაცია ცნო

“ოცნების” თვითაღიარებულმა პარლამენტმა საკუთარი ლეგიტიმაცია ცნო

Published on

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატები, მათივე მინისტრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებიან. სხდომა უხუცესმა წევრმა, ლადო კახაძემ გახსნა.

უფლებამოსილების ცნობას კენჭისყრაზე ხმა მისცა “ოცნების” 88 წევრმა.

ამის შემდეგ კი ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა კიდევ ერთხელ წარადგინა მისივე დაწერილი საარჩევნო შედეგები.

საკანონმდებლო ორგანოში არ იმყოფებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სავარაუდოდ იმის გამო, რომ ელჩები არაღიარებულ სხდომაზე დასწრებას ისედაც არ აპირებენ, ოლიგარქის პარტიამ წინსწრებად მიიღო გადაწყვეტილება და ისინი გახსნით სხდომაზე არ მიიწვია.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...