მთავარისიახლეებიდაიბრუნე ხმა! ზუგდიდში 22 ნოემბერს აქცია გაიმართება

დაიბრუნე ხმა! ზუგდიდში 22 ნოემბერს აქცია გაიმართება

Published on

22 ნოემბერს 13:30 საათზე, ზუგდიდის ბულვარში, პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საკუთარი ხმების დასაცავად და პოზიციის დასაფიქსირებლად!

2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, რეალურად კი ხელისუფლებამ ამომრჩეველი მასიურად დააშინა, მოისყიდა, გააკონტროლა მათი არჩევანი და სხვების პერსონალური მონაცემების გამოყენებით მიითვისა ხმები. ეს არჩევნები არ არის!
შედეგად 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო პარტნიორებმა არ ცნეს სამართლიან და თავისუფლად არჩევნებად. რუსმა ოლიგარქმა გადაწყვიტა, რომ არჩევნებს გამოაცალოს შინაარსი – ფარულობა, თავისუფლება და სამართლიანობა, რაც საფუძველს აცლის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს. ცხადია, ჩვენ ამას არ შევეგუებით. ცხადია, ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ დავიბრუნოთ ის, რაც კონსტიტუციურად გვეკუთვნის – ჩვენი ხმა და არჩევანის თავისუფლება!
#დაიბრუნეხმა. აქცია სამოქალაქო სოლიდარობის ბონდის ორგანიზებით გაიმართება.

სიახლეები

“ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი” -კალაძე მოძალადე პოლიციელებს მადლობას უხდის

ირაკლი დგებუაძე არის ღირსეული პოლიციელი. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და შსს-ს თითოეულ თანამშრომელს გადავუხადო...

მოსამართლემ 18 წლის სტუდენტი საბა ჯიქია პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ლელა კალიჩენკომ 18 წლის სტუდენტი, საბა ჯიქია, რომელიც პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, პატიმრობაში...

ივანიშვილმა 4 ოფშორიდან უკვე 12 კომპანია გადმოიტანა – ოლიგარქისა და მისი ოჯახის აქტივობები ამერიკული სანქციების შემდეგ – TI

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ, სანქციების დაწესებიდან რამდენიმე დღეში, 2024 წლის 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა...

”დროას” წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის,სასამართლომ ამჯერად აქციაზე საბავშვო ნიღბის ტარებისთვის დააჯარიმა

ზუგდიდის სასამართლომ "დროას " წევრი მარიამ სიჭინავა ისევ დააჯარიმა. სიჭინავა ისევ 2 000 ლარით,...