მიიღებს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის სარჩელს? კანონით გათვალისწინებული ვადა ხვალ იწურება, თუმცა სხდომის ჩანიშვნასთან დაკავშირებით, ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. მოსამართლე ევა გოცირიძე “მთავარ არხთან” შესაბამის შეკითხვებს მოკლედ პასუხობს და ამბობს, რომ დღეს იქნება შეხვედრა და “ყველაფერი გადაწყდება” – “ისე გაკეთდება როგორც საჭიროა… ყველაფერს მოვასწრებთ. დღეს შევხვდებით და ყველაფერი გადაწყდება” – ამბობს გოცირიძე.
პრეზიდენტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი გუშინ, 19 ნოემბერს შევიდა. არჩევნების საყოველთაობისა და ფარულობის პრინციპების დარღვევიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტი მოითხოვს არჩევნების მომწესრიგებელი სადავო ნორმებისა და მათ საფუძველზე ჩატარებული არჩევნების საბოლოო შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.
პარალელურად, ანალოგიური შინაარსის სარჩელით საკონსტიტუციოს 30-მა დეპუტატმაც მიმართა.