მთავარისიახლეებიEU-ს წარმომადგენლობა- საქართველოში ახალგაზრდები მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. მათ გვერდით...

EU-ს წარმომადგენლობა- საქართველოში ახალგაზრდები მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. მათ გვერდით ვდგავართ

Published on

“ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში” მსოფლიო ბავშვთა დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ საქართველოში ახალგაზრდები მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან და რომ ისინი ახალგაზრდების გვერდით მტკიცედ დგანან.

“მსოფლიო ბავშვთა დღეს, გვინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ბავშვები და ახალგაზრდები აწყდებიან საქართველოში, გასული 1000 დღის განმავლობაში უკრაინაში, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. “მოუსმინე მომავალს” წლევანდელი მსოფლიო ბავშვთა დღის მთავარი გზავნილია, რომელიც ხაზს უსვამს ბავშვების როლს ჩვენს საზოგადოებაში და მათი უფლებების დაცვის საჭიროებას მიმდინარე კრიზისების ფონზე.

საქართველოში, ახალგაზრდები საკუთარი უფლებების, თავისუფლებისა და მათი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან. ჩვენ მათ გვერდით მტკიცედ ვდგავართ და ხაზს ვუსვამთ მათი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას.

ჩვენ ვაგრძელებთ ბავშვებისა და ახალგაზრდების დაცვას ძალადობისგან და ვუსმენთ მათ ხმას. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს, შექმნას უსაფრთხო გარემო თითოეული ბავშვისა და ახალგაზრდისთვის,” – წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა – საქართველოში.

სიახლეები

მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე დაკავებულია ხუთი პირი -საგამოძიებო სამსახური

ორგანიზებული ჯგუფის მიერ, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს....

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ლევან ლოხიშვილი ხერსონის მიმართულებაზე მომხდარ თავდასხმას ემსხვერპლა. როგორც...

დაიბრუნე ხმა! ზუგდიდში 22 ნოემბერს აქცია გაიმართება

22 ნოემბერს 13:30 საათზე, ზუგდიდის ბულვარში, პირველი პრეზიდენტის ბიუსტთან მოქალაქეები კიდევ ერთხელ შევიკრიბებით საკუთარი...

5 ივლისის მოძალადეების ვადაზე ადრე გათავისუფლება – საია ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურების შემდეგ ევროსასამართლოს მიმართავს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებზე მოძალადე, რადიკალური პრორუსული...