მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანაჩენი გამოტანილია: არჩევნები არ შედგა, საჭიროა ხელახალ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ -...

განაჩენი გამოტანილია: არჩევნები არ შედგა, საჭიროა ხელახალ არჩევნებამდე მშვიდად მივიდეთ – ზურაბიშვილი

Published on

განაჩენი გამოტანილია, ეს არჩევნები არ შედგა – ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

პრეზიდენტის თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართლის პრინციპები დაირღვა, რის გამოც, ამ არჩევნებს არც ცივილიზებული სამყარო, არც ოპოზიცია არ აღიარებს.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საჭიროა ხელახალი არჩევნები, მანამდე კი საარჩევნო კოდექსის ცვლილება და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია. მისი თქმით, ახალი მთავარობა და ახალი პარლამენტი არ შედგება და ძველი პარლამენტითა და მთავრობით უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხვალ, 19 ნოემბერს ის შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში 26 ოქტომბრის არჩევნების დროს ხმების ფარულობის დარღვევას.

სალომე ზურაბიშვილი მიესალმა სამოქალაქო პროტესტის მონაწილეებს, რომლებიც “ქუჩაში დგანან და ალბათ, ღამითაც დარჩებიან”. პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” დაფიქრებისკენ მოუწოდა.

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...