მთავარისიახლეებირაკეტები თავად ილაპარაკებენ - ზელენსკი ბაიდენის გადაწყვეტილებაზე

რაკეტები თავად ილაპარაკებენ – ზელენსკი ბაიდენის გადაწყვეტილებაზე

Published on

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელინსკი ბაიდენის გადაწყვეტლებას მიესალმება. ომში მყოფი პრეზიდენტი აცხახდებს რომ ვლადიმერ პუტინთან მშვიდობიანი მოლაპარაკების რესურსი არ არსებობს და ამის ფუჭი იმედი არავი უნდა ქონდეს. ზელენსკის თქმით, დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება და რაკეტები აუცილებლად თავად ილაპარაკებენ.

,,ჩვენ ვიხილეთ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თავდასხმა ამ ომში. რუსეთი მიზნად ისახავდა ენერგეტიკისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებას. და ეს არის პასუხი ყველასთვის, ვისაც სურდა პუტინთან რაღაცის მიღწევა საუბრებით, სატელეფონო ზარებით, ჩახუტებით, დამშვიდებით. დღეს ამ მშვიდობის მტრედმა „კინჟალის“ და კალიბრის რაკეტები გამოგვიგზავნა. ეს არის მისი დიპლომატია და ჩვენ უნდა დავიცვათ თავი მისგან. დღეს მედიაში ბევრს საუბრობენ, რომ მივიღეთ შესაბამისი ქმედებების ნებართვა. ასეთ რაღაცეებს არ აანონსებენ. დარტყმები სიტყვებით არ ხორციელდება, რაკეტები თავად ილაპარაკებენ აუცილებლად, – განაცხადა ზელენსკიმ.

The New York Times – ის ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას, აშშ-ს მიერ მიწოდებული შორი დისტანციის რაკეტების რუსეთის სიღრმეში გამოყენების უფლება მისცა. გამოცემა ოფიციალურ პირებს ეყრდნობა. The New York Times-ის ცნობით, გრძელი რადიუსის იარაღი, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება რუსეთის და ჩრდილოეთი კორეის სამხედროების წინააღმდეგ, კურსკის ოლქში უკრაინის ძალების დაცვის მიზნით. ამასთან, კიდევ ერთი გავლენიანი გამოცამა როიტერსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პირველი იერიში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სავარაუდოდ განხორციელდება ATACMS-ის რაკეტებით, რომელთა მოქმედების რადიუსიც 306 კილომეტრამდეა.

სიახლეები

თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე მანქანების მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზების სხვადასხვა მონაკვეთებზე...

“კოკა-კოლა”, “მაკდონალდსი”, “ველი სთორი…” – 570-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა

570-ს გადასცდა თავისუფალი ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა. უფრო კონკრეტულად, განცხადებას ამ დროისთვის ხელს 575...

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს სიტყვით ხვალ მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროპარლამენტის სხდომას, ხვალ დაესწრება და ევროპარლამენტის წევრებს მიმართავს. ინფორმაციას "რადიო...

რაც თბილისში ვნახე, იყო ძალიან ემოციური….ქართველები რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს EU-ს დროშის ქვეშ – ევროპარლამენტარი

მე ამ წუთას ჩამოვედი თბილისიდან და რაც ვნახე იქ, იყო ძალიან ემოციური. მთავრობა, რომელმაც...