მთავარისიახლეებიEU-ს ვთავაზობ, საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტას და სანაცვლოდ, სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას -...

EU-ს ვთავაზობ, საქართველოს მთავრობისთვის დაფინანსების შეწყვეტას და სანაცვლოდ, სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას – ბორელი სამიტის დაწყებამდე

Published on

რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოძიება, რაც მოხდა ის უნდა იყოს სრულად შეფასებული. არ შეიძლება თქვა არჩევნები არ იყო სამართლიანი და ის არ გამოიძიო. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, ნათელი მოჰფინოს ყველაფერს, რასაც ითხოვს ხალხი, უნდა იყოს ანგარიშვალდებულება – ეს განცხადება საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელმა სამიტის დაწყების წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო გამოძიება.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის დააყენებს ინიციატივას საქართველოს მთავრობისთვის ევროკავშირის დაფინანსების შეწყვეტისა და ამ თანხების სამოქალაქო საზოგადოებისთვის გადაცემის თაობაზე:

“საქართველო არის ის საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ. მე ვთავაზობ შეწყვეტას დახმარებისა, პროგრამებისა, რომლებიც მიდის მთავრობისთვის, რამდენიმე მილიონი ევრო იქნება გაყინული და სანაცვლოდ მიეწოდება სამოქალაქო ორგანიზაციებს. ჩვენ ავიღებთ იმ ფულს რომელსაც ვაწვდით მთავრობას და მივაწვდით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც იბრძვიან სამართლიანი არჩევნებისთვის. ხალხმა უნდა იგრძნოს, რომ ევროკავშირი მათ მხარს უჭერს კვლავ და გაწევრიანების პროცესი შეწყვეტილი იქნება მანამდე, სანამ მთავრობა არ დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამასობაში ჩვენ იმ ფულს, რომელიც განკუთვნილი იყო მთავრობისთვის, გადაეცემა სამოქალაქო საზოგადოებას” განაცხადა ბორელმა [სინქრონული თარგმანი]

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოს საკითხზე იმსჯელებს. პარალელურად, ოთხმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ – “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა”, “ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ოფიციალური წერილით მიმართა და მოუწოდა მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დემოკრატიის გადასარჩენად.

ხელმომწერები ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებენ, შეჩერდეს ყველანაირი პოლიტიკური კომუნიკაცია მოქმედ მთავრობასთან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომები გაუქმდეს, შეჩერდეს მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და ასევე, შეჩერდეს უშუალოდ ის ფინანსური დახმარება, რომელსაც ევროკავშირი მთავრობას უწევს.

სიახლეები

აქციებზე დაკავებულების მშობლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 24 საათიან აქციას მართავენ

"ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ 24-საათიანი აქცია გავმართოთ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“. სხვადასხვა ტიპის აქციები უკვე...

საია საერთაშორისო პრემია Right Livelihood-ის ლაურეატი გახდა

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 2026 წლის Right Livelihood-ის პრემიის, საერთაშორისო დონეზე „ალტერნატიული ნობელის პრემიის“...

გაშიფრულია თაღლითური სქემა – ზარალი 275 000 ლარია

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად, ჯგუფურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა...

ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი – ტრამპი

"ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი, თუმცა ჩრდილოეთ კორეას კი. იცით, რატომ? იმიტომ, რომ...