მთავარისიახლეები"კოალიცია ცვლილებისთვის" სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე...

“კოალიცია ცვლილებისთვის” სიის წევრებმა ხელი მოაწერეს განცხადებას, რომლითაც უარს ამბობენ პარლამენტის წევრობაზე და ყველა პრივილეგიაზე

Published on

“კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო სიას ხსნის და უარს ამბობს ყველა პრივილეგიაზე – სპეციალური განცხადება კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა:

“განცხადებაში, რომელსაც ჩვენ წარმოგიდენთ და 82 წევრი სიისა, ყველა ვინც ვართ ამ სიაში, უარს ვაცხადებთ ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობაზე რეჟიმთან, რომელიც იპარავს არჩევნებს და გამოხატავს რუსეთის ფედერაციის ინტერესებს ჩვენს სამშობლოში, ამ სამყაროში ჩვენი ერთადერთი მტრის.

ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით, მოგმართავთ განცხადებით, “კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, “გირჩი”, “დროა” პარტიული სიის წევრი [სახელი გვარი], არ გამატაროთ რეგისტრაციაში როგორც არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრი და არ გასცეთ ჩემზე დროებითი მოწმობა საქართველოს პარლამენტის წევრად არჩევის შესახებ” ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ნიკა გვარამიამ წაიკითხა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით არჩევნები რჩება მოპარულად, თუმცა, საზოგადოებას არწმუნებს, რომ გამორიცხულია, ქართულმა ოცნებამ შეძლოს ხელისუფლების მიტაცება:

“ეს “წარმატება” მათი არის დროებითი, ქართველი ხალხის გამარჯვება არის გარდაუვალი და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ ხმას დავუბრუნებთ ქართველ ხალხს და სამშობლოს დავიბრუნებთ ყველანი ერთად. პარლამენტი არის არალეგიტიმური, შესაბამისად, ამ პარლამენტში მონაწილეობა მიგვაჩნია არალეგიტიმურ ქმედებებში მონაწილეობად. ეს არის ჩვენი კოალიციის გადაწყვეტილება” აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო “ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამაც”.

სიახლეები

საქსტატმა ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 14 ნოემბერს მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა დაიწყო, რომელიც ყოველ...

დაიბრუნე შენი ხმა – დამკვირვებლები პარლამენტის წინ აქციას გამართავენ

17 ნოემბერი, 19:00 საათი - პარლამენტთან სადამკვირვებლო ორგანიზაციების აქცია დაანონსდა. კვირას, აქციაზე, დამკვირვებელი ორგანიზაციები და...

თბილისის მერია საახალწლოდ 8.6 მლნ ლარს დახარჯავს

2024 წლის 31 დეკემბერს, თბილისში რესპუბლიკის მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტის და წინასაახალწლოდ ორბელიანის მოედანზე საშობაო...

ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში მისაღები რეზოლუცია “ქართულ ოცნებას” უკან დახევას აიძულებს

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი თვლის, რომ ქვეყნის შიგნით პროტესტი და ევროპარლამენტში...