მთავარისიახლეებიდროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა - დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა – დააკავეს ოპოზიციონერი ლიდერები

Published on

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, მოულოდნელად, სულ მცირე ექვსი ოპოზიციური ფიგურა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს.

როგორც ირკვევა, დაკავებულებს შორის არიან ომარ სმირ, ჰარი კოკაია, ალმასხან არძინბა, რამაზ ჯოპუა და ასლან გვარამია. ოპოზიციის წევრები, გუდაუთის მაცხოვრებლებთან შეხვედრიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ისინი დააკავეს.

გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ოპოზიციონერები მანქანიდან ძალით გადმოათრიეს და ბორკილები მიწაზე დაწოლილებს დაადეს.

დაკავებულები, ამ დროისთვის, ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ჰყავთ, სადაც უამრავი მოქალაქეა შეკრებილი და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება.

ოფიციალურ პირებს ამ დროისთვის ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ.

პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომ სამხედრო ტექნიკა ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ოფისთან მიიყვანეს.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ გადაკეტილია გუმისთას ხიდი. ოპოზიციონერები დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

მანამდე, ცნობილი გახდა ისიც, რომ ოპოზიცია 15 ნოემბერს საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ დღეს, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტი რუსულ-აფხაზური საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას გეგმავს.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...