მთავარისიახლეებიკრიზისი სახეზეა და ამ კრიზისიდან სამართლიანი გამოსვლის ფორმა ახალი არჩევნებია იმისთვის, რომ...

კრიზისი სახეზეა და ამ კრიზისიდან სამართლიანი გამოსვლის ფორმა ახალი არჩევნებია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი – პრეზიდენტი

Published on

8 ევროპული ქვეყნის პარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ჰყავს არადემოკრატიული ხელისუფლება, რომელმაც არჩევნები გააყალბა:

“ნებისმიერი დემოკრატიული პრინციპის გადახვევა ხელისუფლების მიერ, ყოველთვის გაპროტესტებული იყო ამ ქვეყანაში. ეს არის ქვეყანა, სადაც მართლაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ყველა ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში.

ეს არის ერთპარტიულად მართული არჩევნები, სხვა დახმარებებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და ერთპარტიულად გაყალბებული არჩევნები. ამიტომაცაა, რომ შევდივართ კრიზისში.

ცესკოს თავმჯდომარის განცხადებებიდან გამომდინარე, ნათელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აქ არანაირი მოულოდნელობა არ შეიძლება იყოს. კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მონახონ გზები, რითაც შეიძლება საქართველო გამოვიდეს ამ კრიზისიდან და ამ კრიზისიდან გამოვა მხოლოდ სამართლიანი ფორმით, დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური პრეზიდენტი როცა ამის დრო მოვა.” განაცხადა პრეზიდენტმა

სიახლეები

ვაკის პარკში შადრევნის საქმეზე დაკავებული ლაშა ფურცხვანიძე ციხიდან ვადაზე ადრე გათავისუფლდა

ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მსჯავრდებული, „გრინსერვისი+“-ის ყოფილი დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე საპატიმროდან ვადაზე ადრე...

რუსეთმა კიევს დრონებით შეუტია დაიღუპა 2 ადამიანი 5 კი დაშავდა

რუსეთის ძალებმა 16 ივლისის ღამით კიევს დრონებით შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,...

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა მუშაობა შეწყვიტა

უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში ერთ-ერთმა უდიდესმა ნავთობქიმიურმა კომპლექსმა - Салават-მა მუშაობა შეწყვიტა. დრონების თავდასხმის...

ზელენსკიმ მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთავრობაში მორიგი საკადრო ცვლილებების ფარგლებში ახალი პრემიერმინისტრი დანიშნა, ხოლო ქვეყნის...