მთავარისიახლეებიპოლიტიკააქამდე არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა პარლამენტში დღეს დაგეგმილი უმრავლესობის სხდომა

აქამდე არ არის ცნობილი, გაიმართება თუ არა პარლამენტში დღეს დაგეგმილი უმრავლესობის სხდომა

Published on

დღეისთვის დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, სავარაუდოდ გადაიდება. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია განმარტავს, რომ ზუსტი პასუხი დღის მეორე ნახევარში იქნება ცნობილი. დეპუტატი სხდომის გადადების მიზეზად, უმრავლესობის ყველა წევრის დასწრებას ასახელებს. 
 
„ამაზე მოგვიანებით იქნება ცნობილი. ჩვენ გვინდა ყველა დაესწროს, ამიტომ გადაწყდება, სად და როდის იქნება უმჯობესი იმის გათვალსწინებით, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა ამ სხდომაში მიიღოს მონაწილეობა“, – განაცხადა ეკა ბესელიამ. 
 
მისი თქმით, დიალოგის და განსჯის რესურსი ყოველთვის არსებობს და ამის პრობლემა არ არის.
 
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება. 
 

სიახლეები

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...

ფსიქო ტროპული წალმების უკანონო ვაჭრობის საქმეზე 17 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების...

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრადებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული კიდევ 4 პირი ცნო დამნაშავედ. განაჩენი მოსამართლე...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ კიდევ 12 პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 12 პირს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ...