მთავარისიახლეებისაქართველოსა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს - დანიგანი

საქართველოსა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობა გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს – დანიგანი

Published on

აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი ამბობს, რომ ამერიკელი და ქართველი ხალხის ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს ნებისმიერ ქვეყანაში:

დანიგანმა განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგთან დაკავშირებით, ამერიკული სავაჭრო პალატის ორგანიზებულ election breakfast-ზე გააკეთა:

„მე ნამდვილად მჯერა, რომ რაც არ უნდა მოხდეს საქართველოს არჩევნებში ან აშშ-ის არჩევნებში, საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს შორის ურთიერთობა, ურთიერთობა ჩვენი კომპანიებს შორის, ურთიერთობა ჩვენს უნივერსიტეტებს, ბიზნესს, ანალიტიკურ ცენტრებს, ინსტიტუტებს, სამხედროებს, სამართალდამცავ ორგანოებს შორის — ყველა ეს ურთიერთობები გაუძლებს ნებისმიერ პოლიტიკურ არჩევნებს, რა შედეგიც არ უნდა მოჰყვეს რომელიმე ქვეყანაში“, განაცხადა რობინ დანიგანმა [ნეტგაზეთი].

მისი თქმით, აშშ-საქართველოს პარტნიორობა გრძელვადიანია და გადალახავს პოლიტიკურ ცვლილებებს თუ განწყობებს.

5 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი იმარჯვებს.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ-TI-ის კვლევა

"41 ნაბიჯი რუსეთისკენ - „ოცნების“ ანტიევროპული კურსის ერთი წელი" - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ადენაუერის ფონდმა თბილისის ოფისი დახურა

კონრად ადენაუერის ფონდი წერს, რომ იძულებულია, თბილისის ოფისი დახუროს. მათი განცხადებით, თბილისში წარმომადგენლობის დახურვა...

კრემლის დეზინფორმაციის გავრცელებისთვის ბრიტანეთმა საქართველოს 4 მოქალაქე დაასანქცირა

რუსეთის სანქციების რეჟიმის ფარგლებში დიდმა ბრიტანეთმა დღეს საქართველოს ოთხი მოქალაქე: კახა კალაძის ცოლის და...

ესტონეთმა მისი ტერიტორიის გავლით რუსული და ბელარუსული მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა

ესტონეთმა თავისი ტერიტორიის გავლით რუსეთიდან და ბელარუსიდან მარცვლეულის ტრანზიტი აკრძალა - ინფორმაციას ესტონეთის საგარეო...