მთავარისიახლეებიპოლიტიკარა საერთოა მეფე ერეკლესა და ნუკრი ქანთარიას შორის?

რა საერთოა მეფე ერეკლესა და ნუკრი ქანთარიას შორის?

Published on

ხვალ გამოჩნდება ვინ არის ერთგული, ვის უფრო უყვარს მამული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ ხვალ დაგეგმილი საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის კომენტირებისას განაცხადა.
 
მისი განცხადებით, კონკრეტულ თემებზე საუბარი სხდომის შემდეგ იქნება შესაძლებელი. როგორც ქანთარიამ აღნიშნა, გუნდში ორივე მხარეს უნდა უნდოდეს ქვეყნის კეთილდღეობა.
 
„პირველ რიგში ორივე მხარეს უნდა გვინდოდეს ქვეყნის კეთილდღეობა, პარლამენტის აქტიური, გაჯანსაღებული მუშაობა. თუ ეს იქნება თანხვედრაში, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. ხვალ გამოჩნდება, რაც იქნება. წესით, უნდა ვიმსჯელოთ ყველა მტკივნეულ საკითხზე, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
 
როგორც ცნობილია, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში 21:00 საათზე გაიმართება.
 
 
რაც შეეხება მსგავსებას ერეკლე მეფესა და ნუკრი ქანთარიას შორის ეს უკვე ვიცით, ისინი ერთნაირად მიმართავენ თავიანთ ჯარს: დღეს გამოჩნდება, ვინ არს ერთგული, ვის უფრო გვიყვარს, ძმანო, მამული!  და სავარაუდოდ ნუკრი ქანთარიაც და ჩრდილში მდგარი ოლიგარქიც  იგივე პასუხს მიიღებენ  უმრავლესობისგან, რაც ერეკლემ მიიღო ქართული ლაშქრისგან : ,,ჩვენ თუნდ სულ  ერთ დღეს დავიხოცებით, ოღონდ შენ იყავ, მეფევ, დღეგრძელი''.
 
უბრალოდ საკითხავია, რაში და რისთვის ითხოვენ  ერთგულებას ერეკლე და ნუკრი ქანთარია და რა განსხვავებაა მამულისადმი  და ,,ქართული ოცნებისადმი'' ერთგულებაში.
 
 

სიახლეები

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს

პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ გიორგი კირვალიძესთან გაფორმებული საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. - ამის...

ბრალდებებისთვისაც მზად ვართ, მთავარია, ეს ბრალდებები არ იყოს-მდინარაძე ღარიბაშვილზე

მოდი, მე მის მიზნებზე არ ვისაუბრებ, შევიკავებ ამისგან თავს, პატიმრობაში მყოფი კაცია და ვფიქრობ,...

ენგურის ხიდზე რიგითი მოქალაქეებისთვის საწვავის გადატანაზე შეზღუდვა მოქმედებს

მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანას ჰუმანიტარული მოტივითა და დეფიციტის აღმოფხვრის საჭიროებით...

თამარ ბაჩალიშვილის მამა საქმის ჩაფარცხვის 3 მაღალჩინოსანს ასახელებს

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე - გარდაცვლილი გოგოს მამა "ოცნების" 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს....