მთავარისიახლეებისაზოგადოებაანაკლიიდან ნაპირსამაგრი სპეციალური ბლოკები გააქვთ

ანაკლიიდან ნაპირსამაგრი სპეციალური ბლოკები გააქვთ [Video]

Published on

ანაკლიის სანაპირო ზოლიდან ნაპირსამაგრი სპეციალური ბლოკები გააქვთ. სამუშაოებს კომპანია "ზიმო" აწარმოებს. ადგილობრივები ეჭვობენ, რომ კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით ხეების გადატანაზე მუშაობს, ამჯერადაც ყოფილ პრემიერს ემსახურება.- ნათქვამია სიუჟეტში, რომელიც წუხელ გავიდა რუსთავი 2 – ის ეთერში. 
დღის ბოლოს ანაკლიაში იმყოფებოდნენ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები – .„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, ეს კონსტრუქციები, რომელიც განკუთვნილი იყო ანაკლიის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად, მიაქვთ ბიძინა ივანიშვილის კონკრეტული დავალებების შესასრულებლად“-აცხადებს ენმ რეგიონული ორგანიზაციის  ხელმძღვანელი  მურთაზ ზოდელავა.
"ზიმო"-ს წარმომადგენლების მტკიცებით კი  ტეტრა ბოძები მათ სარფში გადააქვთ.  
„ჩემს სამუშაოს ვასრულებ… რაც დაგვავალეს. ვტვირთავთ ტეტრა ბოძებს და სარფში გადაგვაქვს“- აცხადებს კომპანია ”ზიმო”-ს თანამშრომელი ელგუჯა ბესელია.
 
 
 

სიახლეები

ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალი წარუდგინეს

საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ცნობების გამოყენებით 20 600 კილოგრამი ყურძნის ჩაბარების მცდელობის ფაქტზე ორ პირს...

ენმ-ს განცხადებით შსს-მ 1 ოქტომბერს აქციის გამართვის უფლება არ მისცა

"გუშინ შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ თურმე არ შეიძლება 1 ოქტომბერს, მიხეილ სააკაშვილის დატყვევებიდან 5...

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს

ნორვეგია რუსეთის მიერ გატაცებული უკრაინელი ბავშვების მოსაძებნად და ტყვეების დასახმარებლად 2.3 მილიონ ევროს გამოყოფს....

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია

1-წლიანი პატიმრობის შემდეგ, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი გელა ხასაია თავისუფალია. მან საპატიმრო ცოტა...