მთავარისიახლეები"გადაამოწმე შენი თავი, თუ სად მიეცი ხმა", - "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" ახალ...

“გადაამოწმე შენი თავი, თუ სად მიეცი ხმა”, – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ახალ კამპანიას აანონსებს

Published on

“გადაამოწმე შენი თავი, თუ სად მიეცი ხმა”, – “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ახალ კამპანიას აანონსებს, რომელიც თამარ კორძაიამ ბრიფინგზე წარადგინა.

როგორც კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამისათვის უნდა შეიქმნას არჩევნებში მონაწილეთა ბაზა, სადაც მას შესაძლებლობა ექნება გადაამოწმოს სად მისცა ხმა და დარწმუნდეს, გაყალბდა თუ არა მისი ხმა.

კორძაიას თქმითვე, თუ ხელისუფლება ამ ბაზას არ შექმნის, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეების „ეშინია“.

გრძელდება საქართველოს მოსახლეობის პროტესტის უპრეცენდენტო საერთაშორისო მხარდაჭერა. ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელმაც საერთაშორისო გამოძიების დაწყება მოითხოვა, სწორედ ჩვენი შედეგების გასარკვევად და გადასამოწმებლად არის საჭირო. დღეს არ იწვევს ეჭვს ის, რომ არჩევნები ტექნოლოგიური მანიპულაციებითა და მასობრივი გაყალბებით ჩატარდა. თუმცა საკმარისი არის საერთაშორისო მხარდაჭერა: მნიშნველოვანია, რომ გუშინდელი აქციის მონაწილეებთან ერთად და საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილთან ერთად, რომელმაც აქციაზე მისვლა ვერ შეძლო, დავიწყოთ კამპანია “გადაამოწმე შენი თავი, თუ სად მიეცი ხმა”. ამისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან ვითხოვთ: ცესკომ მოახდინოს თავისი ვებგვერდის მყისიერი მოდერნიზაცია და შექმნას არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების ბაზა იმისათვის, რომ მოქალაქეს მიეცეს საშუალება, გადაამოწმოს საკუთარი თავი არჩევნებზე მისული ამომრჩევლების სიაში. ეს ნიშნავს, რომ ამომრჩეველს უნდა შეეძლოს შეამოწმოს, არის თუ არა დადასტურებულად სიაში იმ უბანზე, სადაც ხელი მოაწერა. ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა ცესკოს მხრიდან უზრუნველყოფს იმას, რომ ამომრჩეველს მიეცემა საშუალება, გადაამოწმოს თავისი ხმა დარწმუნდეს, რომ მისი ხმა არ დაკარგულა ან სხვას არ გამოუყენებია. თუ ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გაყალბება და მანიპულაცია არ ყოფილა, მას შეუძლია შექმნას ასეთი ბაზა და დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეების ნდობაც. და თუ ის არ შექმნის ასეთ ბაზას, ეს ნიშნავს, რომ მას საქართველოს მოქალაქეების ეშინია, რომლებიც შეამოწმებენ თავიანთ შედეგებს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...