მთავარისიახლეებისაზოგადოებარა უნდა ვიცოდეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი იმუნიზაცია

რა უნდა ვიცოდეთ და რატომ არის მნიშვნელოვანი იმუნიზაცია

Published on

2019-2020 წელი მსოფლიო პანდემიამ მოიცვა. კოვიდ 19 ჩინეთის ქალაქ უხანიდან ყველგან გავრცელდა, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა, თანდათან ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც იმატა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ იმუნპროგრამა წარადგინა და ახალშექმნილი ვაქცინაციის პროცესი ჯერ ევროპაში, შემდეგ კი სხვა რეგიონებშიც დაიწყო. რამაც ანტივაქსერული პროპაგანდა გააძლიერა. პარალელურად ექიმები მოსახლეობას დროულად აცრისკენ მოუწოდებდნენ, რადგან სიკვდილიაობის მაღალი მაჩვენებლის პრევენცია მხოლოდ ამ გზით იყო შესაძლებელი.ვაქცინირებულ ადამიანს ვირუსი მარტივად და გართულებების გარეშე გადაჰქონდა.
იმუნიზაციის მნიშვნელობაზე ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საუბრობს, რომელიც ხაზგასმით ამბობს, რომ იმუნიზაციას ალტერნატივა არა აქვს.

ასევე ინფექციონისტი იხსენებს კოვიდ ვაქცინაციის დროს ანტი ვაქსერულ განწყობებს და ამბობს, რომ ამ პროპაგანდამ არა მარტო კოვიდ ვაქცინები, არამედ დიდი ხნის გამოცდილი და დამკვიდრებული ვაქცინების დააზარალა.
სინქრონი მაია
ჟურნალისტი თამარ შონია ერთ-ერთია ვინც ანტივაქსერულ პროპაგანდას არ შეუშინდა და როგორც კი კოვიდ 19-ის ვაქცინაცია დაიწყო, პირველივე ჯერზე აიცრა.

გლობალური ტექნოლოგიური ევოლუციის ეპოქაში მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოვიდ 19 არ იქნება ბოლო პანდემია, მსოფლიოს კიდევ ბევრი ეპიდემიის საფრთხე ემუქრება, რომლის დამარცხებაც ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ვაქცინები წელიწადში 2-3 მილიონი ადამიანის სიკვდილის პრევენციას ახდენს. ინფექციური დაავადებები დღეს მსოფლიო საზღვრებს ადვილად კვეთენ და აინფიცირებენ ნებისმიერს, ვინც დაცული არ არის.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...