მთავარისიახლეებისაზოგადოება"ოცნებას" ვადა გაუვიდა - პეტრე ცისკარიშვილი

“ოცნებას” ვადა გაუვიდა – პეტრე ცისკარიშვილი

Published on

„ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა, ყველამ ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა, ამის შესახებ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა გუშინდელ მარშთან დაკავშირებით განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება დასრულებია და ეს 26 ოქტომბრის არჩევნებზე ოფიციალურად გაფორმდება.

ქართულმა საზოგადოებამ, ისევე როგორც ჩვენმა უცხოელმა პარტნიორებმა ყველამ ერთად დავინახეთ, რომ „ოცნებას“ ვადა გაუვიდა. „ქართული ოცნება“ დასრულებულია, როგორც მმართველი ძალა, უბრალოდ 26 ოქტომბერს ჩვენ ეს საქმე უნდა მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვება გავაფორმოთ, დავიცვათ ხმები, მანიპულაციების და გაყალბების საშუალება ივანიშვილის რეჟიმს არ უნდა მივცეთ და როგორც გუშინდელი მარშის დროს მთელი საქართველოს საზოგადოება ერთსულოვანი იყო ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ასე საქმით, შრომით, ეკონომიკის განვითარებით, საგარეო ვექტორის ცვლილებით დავაბრუნოთ ჩვენი ქვეყანა ევროპულ გზაზე,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

თავისუფლების მოედანზე ევროპულ აქციაზე 90 ათასიდან 100 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა – ინფორმაციას Visioner ავრცელებს. მარში სახელწოდებით “საქართველო ირჩევს ევროპას” თავისუფლების მოედანზე გუშინ გაიმართა. ათასობით მოქალაქეს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართა. არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ხალხი ქუჩაში იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ირჩევენ ევროპას და უარს ეუბნებიან რუსეთს.

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...