მთავარისიახლეებისაზოგადოებამკვლელობა მუხიანში. 26 წლის ახალგაზრდას დის ქმარმა ესროლა

მკვლელობა მუხიანში. 26 წლის ახალგაზრდას დის ქმარმა ესროლა

Published on

დღეს, 13 აპრილს მუხიანში მკვლელობა მოხდა.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა შეტყობინება, რომ მუხიანში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან ნანახი იქნა დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი. პოლიცია შემთხვევის ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა. მამაკაცს ქვედა კიდურებზე ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, მიყენებული ჭრილობების შედეგად, იგი საავადმყოფოში გარდაიცვალამუხიანში მომხდარი მკვლელობის მოტივი ამ დრომდე უცნობია. 26 წლის მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
 
მკვლელობის მოტივზე ინფორმაციას არ ავრცელებს არც შს სამინისტრო. ადგილობრივების თქმით, მოკლული მამაკაცი და სავარაუდო დამნაშავე ნათესავები არიან.
 
მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული მამაკაცი დის ქმარმა საქმის გარკვევის მიზნით, საცხოვრებელი სახლიდან გაიყვანა და დაპირისპირება მუხიანში ერთ-ერთი საჯარო სკოლის ეზოში მოხდა.  
 
მკვლელობაში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა წითელ ხიდთან, საზღვრის დატოვების მცდელობისას დააკავეს.
 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია
 
.

სიახლეები

41 ნაბიჯი რუსეთისკენ – ოცნების ანტიევროპული კურსის ერთი წელი – TI

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ 2025 წელს ქართული ოცნების გადადგმული ნაბიჯები შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ...

ზელენსკი-რუსეთმა 30 რაკეტა და 600-ზე მეტი დრონი გამოიყენა, დაღუპულია 4 ადამიანი

გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინაზე ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით მასობრივი კომბინირებული იერიში მიიტანა. უკრაინის პრეზიდენტის,...

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...