მთავარისიახლეებირუსეთში, პატიმრობაში დაღუპული ჟურნალისტის საქმე უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა

რუსეთში, პატიმრობაში დაღუპული ჟურნალისტის საქმე უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა

Published on

რუსეთში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის გარდაცვალების საქმე უკრაინის პროკურატურამ ომის დანაშაულად დააკვალიფიცირა.

როგორც გუშინ გახდა ცნობილი, უკრაინელი ჟურნალისტი ვიქტორია როშინა რუსეთის ციხეში ეტაპირების დროს გარდაიცვალა.

“10 ოქტომბერს ცნობილი გახდა უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშინას სიკვდილის შესახებ, რომელიც რუსეთის ფედერაციაში უკანონოდ იყო დაკავებული. ამასთან დაკავშირებით დაწყებულია საქმე უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით – ომის წეს-ჩვეულების დარღვევა და განზრახ მკვლელობა”, – წერია უკრაინის პროკურატურის განცხადებაში.

როშინა პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჟურნალისტი ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიიდან 2023 წლის აგვისტოში გაუჩინარდა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა, რომ ის რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა.

უკრაინის დაზვერვის მთავარ სამმართველოში განაცხადეს, რომ როშინა ტყვეების გაცვლის სიაში იყო შეყვანილი. როდის უნდა შემდგარიყო გაცვლა, უცნობია.

სიახლეები

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...

პირი საკუთარ სახლში ბრენდული სასმელების ფალსიფიცირებას ახდენდა

თბილისში, ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის ფაქტი გამოავლინეს - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს....