მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებამ დედაქალაქის მთავრობაში გადაინაცვლა - აცხადებს ოპოზიცია

საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებამ დედაქალაქის მთავრობაში გადაინაცვლა – აცხადებს ოპოზიცია

Published on

სამგორის რაიონის გამგებელმა დავით კერესელიძემ თანამდებობა დატოვა. უცნობია უკავშირდება თუ არა კერესელიძის გადადგომა დედაქალაქის მთავრობაში დაწყებულ დაპირისპირებას.დეტალები სავარაუდოდ  გაირკვევა ბრიფინგზე, რომელიც დღეს  თბილისის მერიაში 13:00 საათზე ა დანიშნული.
 
როგორც ოპოზიცია ვარაუდობს, საპარლამენტო უმრავლესობაში მიმდინარე დაპირისპირებამ დედაქალაქის მთავრობაში გადაინაცვლა. თუმცა როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 
„თანამდებობის დატოვების მიზეზია სამგორის რაიონის გამგეობის საქმიანობის კვარტლური შედეგი, რაც მნიშვნელოვანად ჩამორჩება სხვა რაიონების გამგეობების შესრულების მაჩვენებლებს“.
 
გავრცელებული ინფორმაციით, დავით კერესელიძემ გადაწყვეტილება ბოლო დღეებში შიდაუწყებრივი კონსულტაციების გავლის შემდეგ მიიღო. დედაქალაქის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დააკმაყოფილა. 
 
 

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...