მთავარისიახლეებიპრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა,...

პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით – ოქრიაშვილი

Published on

პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით – ასე ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სიის მე-11 ნომერი კახა ოქრიაშვილი ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომელიც პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ხელახლა იწყებს:

„ოცნებამ“ არჩევნების წინ ახალი თემა გამოაცხო, უფრო სწორად „გააცოცხლა“ – პრეზიდენტის იმპიჩმენტი. თურმე, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია და ამიტომ იმპიჩმენტი უნდა მოუწყონ, ვითომ ეყრდნობიან კონსტიტუციას და ამ სიტყვასაც ხშირ-ხშირად ახსენებენ.
პირადად მე კობახიძის დაწერილი ანტიდემოკრატიული კონსტიტუცია არ მაინტერესებს. პრეზიდენტის იმპიჩმენტი კი არა, 26 ოქტომბრის მარცხის შემდეგ ვინ რომელ ქვეყანაში გაიქცევა, მაგის მომსწრეები მალე გავხდებით.
26 ოქტომბერს ყველანი ერთად, არჩევნებზე !” წერს ოქრიაშვილი.

სიახლეები

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა

საარსებო შემწეობა ერთ თვეში 23 241 ადამიანს შეუწყდა - სოციალური დახმარების მიმღებთა განახლებული მონაცემები...

ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს

„გირჩი — მეტი თავისუფლება“-ს ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ბრიუსელში მიემგზავრებოდა, თურქეთის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ...

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა

ბოლო 3 თვეში საქართველოში ბენზინის ფასი 66 თეთრამდე, დიზელის ფასი კი 1.15 ლარამდე გაიზარდა ...

პარტიების აკრძალვის დავალება დაიწერა კრემლში – ანა წითლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ანა წითლიძე ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომების ჩანიშვნას...