მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ტერორისთვის ემზადება - დათო ქაცარავა "ხარებასთვის" მიცემული ახალი დავალების შესახებ

ხელისუფლება ტერორისთვის ემზადება – დათო ქაცარავა “ხარებასთვის” მიცემული ახალი დავალების შესახებ

Published on

ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამუძნებელი და პარტიის ‘ჩვენ” ლიდერი დათო ქაცარავა საფრთხეს ხედავს იმაში, რომ ვახტანგ გომელაურის განკარგულებით, “ხარება” საარჩევნო უბნებთან შსს-ს ჯგუფებს დააკომპლექტებს და უხელმძღვანელებს. 

“ეს არის ცალსახა მინიშნება, რომ ხელისუფლება ემზადება ტერორის განსახორციელებლად. ეს არ არის რაიმე კონტროლის მექანიზმი მშვიდობიანი პროცესებისთვის. ეს არის პირდაპირი სადამსჯელო რაზმების შექმნა, რომლებიც მიმაგრებულნი იქნებიან საარჩევნო უბნებზე და განახორცილებენ ზეწოლას საარჩევნო უბნებზე და განახორციელებენ ზეწოლას მოქალაქეებზე. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ეს ხელისუფლება ემზადება ძალაუფლების ნებისმიერ ფასად შესანარჩუნებლად”, – ამბობს დავით ქაცარავა. 

სანქცირებული „ხარება“ საარჩევნოდ შექმნილი „ტერიტორიული ჯგუფების“ დაკომპლექტებაში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ “რადიო თავისუფლება” წერს. გამოცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბერს გამოცემულ ვახტანგ გომელაურის 30 სექტემბრის ბრძანებულებას ეყრდნობა.

ბრძანების პირველი მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს, როგორ კომპლექტდება ტერიტორიული ჯგუფები.

სწორედ აქ წერია, რომ ჯგუფის შემადგენლობაში შედის „სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ-ის, იგივე სპეცრაზმის) ხელმძღვანელის მიერ გამოყოფილი წარმომადგენელი“.

ტერიტორიულ ჯგუფებს რეგიონებში დააკომპლექტებს ხუთ-ხუთი (ან საჭიროების შემთხვევაში ექვსი) ადამიანი. და ყოველ ხუთწევრიან ჯგუფში ერთი ადამიანი ხარაზიშვილის მიერ შერჩეული იქნება.

სიახლეები

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...